ფეხბურთი

2:07 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ვერცხლის სინისკენ მიიწევს

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა, რითაც ჩემპიონობისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. „რეკორდმაისტერმა“ პირველი ტაიმის მიწურულს აიღო სტუმართა კარი, რითაც 3 ქულისას მიუახლოვდა. ბასტიან შვაინსტაიგერის ჩაწოდებულ ბურთს მარიო მანჯუკიჩმა თავი ჰკრა და მიუნხენელებს ტაიმი მოაგებინა.

მეორე ტაიმის დებიუტში, თავად შვაინშტაიგერმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და „ბაიერნს“ სოლიდური უპირატესობა მოუტანა. მატჩის ბედი მეტწილად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმრები არ ნებდებოდნენ. შედეგად, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შტეფან კისლინგის ზუსტი თავურით, „ფარმაცევტებმა“ ანგარიშში სხვაობა შეამციეს, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მოეახერხეს - 2:1.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა „სიგნალ იდუნა პარკზე“, სადაც „დორტმუნდმა“ „გლადბახს“ უმასპინძლა. ლუსიენ ფავრის გაწვრთნილებმა პირველ ტიამში იყოჩაღეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. ტაიმის მიწურულს, რაფაელმა  და მაქს კრუზემ იხეირეს და „გლადბახს“ 2-ბბურთიანი უპირატესობა მოუტანეს. 77-ე წუთზე, მილოშ იოიჩმა საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს დაამატა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ „დორტმუნდმა“ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 1:2.

დიდ ინტერესს იწვევდა ბრემენში გამართული მატჩი, სადაც ერთმანეთს „ვერდერი“ და „ შტუტგარტი“ დაუპირისპირდნენ. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში, პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა. 55-ე წუთზე, გეორგ ნიდერმაიერმა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და „შტუტგარტი“ წინ გაიყვანა. ამან, ბრემენელები გამოაფხიზლა და შეტევისაკენ უბიძგა - 79-ე წუთზე, აარონ ჰანტმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და „მუსიკოსებს“ ქულა გადაურჩინა.

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“.

დორტმუნდი - გლადბახი 1:2 (0:2) 

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი (დუკში 67), პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი (იოიჩი 63), შაჰინი, ჰოფმანი, გროსკროიცი, ობამეიანგი (შიბერი 82), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, ნორდტვეიტი, კორბი, დამსი, კრამერი, არანგო,რ აფაელი (ბრაუვერსი 89), კრუზე (მარქსი 75), ჰერმანი (რუპი 79). 

წვრთნელი: ლუსიენ ფავრი 

გოლი: 0:1 რაფაელი (31), 0:2 კრუზე (40), 1:2 იოიჩი (77)

გაფრთხილება: ლევანდოვსკი (60) - ნორდტვეიტი (68),

გაძევება: ნორდტვეიტი (69)

კარში დარტყმა: 25 (14) – 7 (5) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 13

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 25000

ჰოფენჰაიმი - მაინცი 2:4 (0:0) 

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი (ჰამადი 87), ვესტერგორი, ზიულე, ჯონსონი (ელიუნუსი 87), რუდი, პოლანსკი, ფირმინო, სალიჰოვიჩი, მოდესტი (კარამანი 61), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

მაინცი: კარიუსი, პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, დიასი (სალერი 59), ჩჟუ-ჰუ, მორიცი, გეისი (მიულერი 59), ჩჟა-ჩოლი (მალი 71), შუპო-მოტინგი, ოკაზაკი. 

წვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 პოლანსკი (49), 2:0 ფირმინო (52), 2:1 შუპო-მოტინგი (67), 2:2 სალერი (73), 2:3 ოკაზაკი (75), 2:4 ოკაზაკი (90)

გაფრთხილება: ზიულე (38) - სალერი (72)

კარში დარტყმა: 22 (14) – 10 (7) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 11 - 1 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 3 – 12

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“.

ჰერტა - ჰანოვერი 0:3 (0:0) 

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, კობიაშვილი, რონი, ჰოლანდი, ჰოსოგაი (მუხტარი 67), ნიმაიერი, შელბრედი (ალაგი 72), შულცი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, ჰოფმანი, საკაი, ანდრეასენი, პრიბი, შმიდებახი (სანე 76), ბიტენკორტი (ია კონანი 89), ჰუსტი, შტინდლი, რუდნევი (შლაუდრაფი 31). 

წვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

გოლი: 0:1 შტინდლი (49), 0:2 შლაუდრაფი (57), 0:3 ჰუსტი (90)

გაფრთხილება: ნიმაიერი (85) - ანდრეასენი (10)

კარში დარტყმა: 16 (6) – 7 (6) ჯარიმა: 7 - 19 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 – 6

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“.

ვერდერი  - შტუტგარტი 1:1 (0:0)

ვერდერი: ვოლფი, კალდიროლა, ლუკიმია-მულონგოტი, პრედლი, ობრანიაკი (ელია 74), ჰანტი, იუნუზოვიჩი, იგნიოვსკი, ბარგფრედე, დი სანტო, პეტერსენი (კობილიანსკი 58).

მწვრთნელი: რობინ დუტი

შტუტგარტი: ულრაიხი, საკაი, შვაბი, ნიდერმაიერი, ბოკა, რიუდიგერი, რაუში, გენტნერი, ტრაორე (მაქსიმი 81), ჰარნიკი, კაკაუ (ვერნერი 87).

წვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გოლი: 0:1 ნიდერმაიერი (55), 1:1 ჰანტი (79)

გაფრთხილება: ლუკიმია-მულონგოტი (45), კალდიროლა (84) - ჰარნიკი (23), ნიდერმაიერი (27)

კარში დარტყმა: 10 (6) – 16 (10) ჯარიმა: 19 - 19 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 9 – 5

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23150

ბრაუნშვაიგი - ვოლფსბურგი 1:1 (0:1)

ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი, ტოიერკაუფი, ბოლანდი (პფიცნერი 77), ელაბდელაუი, კორეია, ბელარაბი (ნილსენი 81), კუმბელა (ადემი 90).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, მედოევიჩი, კალიჯური (ოლიჩი 72), დე ბრეინე (შეფერი 84), არნოლდი, დოსტი (პერიშიჩი 77).

წვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 გუსტავო (35), 1:1 ბელარაბი (48)

გაფრთხილება: კუმბელა (56) - ნალდო (59), ოქსი (64), მედოევიჩი (75), როდრიგესი (84)

კარში დარტყმა: 8 (3) – 11 (4) ჯარიმა: 15 - 25 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 3 – 2

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი - ლევერკუზენი 2:1 (1:0)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, კონტენტო, რობენი (რიბერი 66), შვაინშტაიგერი, კროოსი (ტიაგო 85), გიოტცე, მიულერი, მანჯუკიჩი (შაქირი 75).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, სპაჰიჩი, ვოლშაიდი, კასტრო, როლფესი, ბენდერი, კანი (დერდიოკი 80), კისლინგი, ჰიუნ-მინი (სემი 66).

წვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (44),  2:0 შვაინშტაიგერი (52), 2:1 კისლინგი (90)

გაფრთხილება: კონტენტო (29), რაფინია (78) - კასტრო (57), სპაჰიჩი (81), ბენდერი (86)

კარში დარტყმა: 23 (12) – 6 (4) ჯარიმა: 13 - 21 კუთხური: 12 - 6 თამაშგარე: 2 - 5 ბურთის ფლობა: 72% - 28% სეივი: 3 – 10

0.117544