ფეხბურთი

2:42 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ვერცხლის სინისკენ მიიწევს

თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონს ჩემპიონობით დაასრულებს. პეპ გვარდიოლას გუნდი ვერცხლის სინს ყოველ ტურში უფრო და უფრო უახლოვდება.

22-ე ტურში, „რეკორდმაისტერი“ „ჰანოვერს“ ეწვია და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდა. მასპინძელთა განადგურება ტომას მიულერმა დაიწყო, რომელმაც თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. რამდენიმე წუთში, ბასტიან შვაინშტაიგერის პასით ტიაგო ალკანტარამ იხეირა და მიუნხენელები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმში, „ბაიერნმა“ „ჰანოვერის“ კარი კიდევ 2-ჯერ დალაშქრა. 59-ე წუთზე, მარიო მანჯუკიჩის ეფექტური გადაცემა ტომას მიულერმა დააგვირგვინა გოლით, შემდეგ კი, თავად ხორვატმა ფორვარდმაც იხეირა თავური დარტყმით და ტაბლოზე 0:4 დააფიქსირა.

უგოლო ფრე დაფიქსირდა ფრანკფურტში, სადაც ადგილობრივი „აინტრახტი“ ბრემენის „ვერდერს“ დაუხვდა. ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ მიზნის მიღწევა ვერცერთმა მხარემ შეძლო - 0:0.

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 49000

ჰანოვერი - ბაიერნი 0:4 (0:2) 

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, პოკონიოლი, რაიტორალი, ჰუსტი, შტინდლი (ანდრეასენი 68), შმიდებახი, ბიტენკორტი (პრიბი 37), დიუფი (სობეხი 78), რუდნევი.

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

ბაიერნი: შტარკე, ლამი, რაფინია, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა, შვაინშტაიგერი (პისარო 72), ტიაგო, გიოტცე (კროოსი 67), მიულერი (რობენი 62), მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 მიულერი (25), 0:2 ტიაგო (34), 0:3 მიულერი (59), 0:4 მანჯუკიჩი (66)

გაფრთხილება: დიუფი (21), ჰუსტი (26) - რაფინია (23)

კარში დარტყმა: 8 (3) – 14 (9) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 32% - 68% სეივი: 5 – 3

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკი“. 44300

აინტრახტი - ვერდერი 0:0  

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი (აიგნერი 46), სამბრანო, ოჩიპკა, იუნგი, მაიერი, შვეგლერი, ფლიუმი (ინუი 64), როდე, ხოსელუ.

მწვრთნელი: არმინ ფე

ვერდერი: ვოლფი, პრედლი, კალდიროლა, მაკიადი, ობრანიაკი (სელასი 80), იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, კროოსი, იგნიოვსკი, პეტერსენი (გარსია 36), დი სანტო (ელია 86).

მწვრთნელი: რობინ დუტი

გაფრთხილება: შვეგლერი (20) - კროოსი (30), კალდიროლა (60), პრედლი (73), ბარგფრედე (90)

გაძევება: კროოსი (34)

კარში დარტყმა: 21 (13) – 3 (1) ჯარიმა: 17 - 22 კუთხური: 14 - 2 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 1 – 13

0.150896