მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი გეგმა შეადგინეს. ბავარიელები პირველ შეკრებას შარშანდელის მსგავსად, იტალიის ავტონომიურ პროვინცია ტრენტოში გაივლიან.
“გუნდი იტალიაში 4 ივლისს ჩავა და რვადღიან შეკრებას გაივლის. ამასთან, ორ ამხანაგურ შეხვედრასაც ჩავატარებთ”, – უთხრა ჟურნალისტებს “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა.
უკვე დაზუსტდა, რომ 5 ივლისს ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი იტალიის გულშემატკივრების ნაკრებს შეხვდება, ხოლო 9 ივლისს – “ბრეშას”.