ფეხბურთი

23:38 | 6.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ – გერმანიის დამსახურებული ჩემპიონი

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის 2012–2013 წლების სეზონის ჩემპიონია. „რეკორდმაისტერმა“ 28–ე ტურში ფრანკფურტის „აინტრახტი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ვერცხლის სინი ვადაზე ადრე გაიფორმა.

იუპ ჰაინკესის გუნდი ფრანკფურტელთა არენაზე ლაღად გამოიყურებოდა და ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მათი ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხი იყო. მიუნხენელებმა მეტოქესთან უპირატესობა ანგარიშში მეორე ტაიმში ასახეს – ფილიპ ლამის დაბალ გადაცემას ბასტიან შვაინშტაიგერი დაუხვდა და ქუსლით გადაგზავნა „აინტრახტის“ კარში. ამის შემდეგ, მოედანზე ვითარება კიდევ უფრო დამშვიდდა და ჰაინკესის გაწვრთნილებს საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ – 0:1.

ამგვარად, „ბაიერნმა“ უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ ჩემპიონობის თეორიული შანსიც მოუსპო და ახლა, დროა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთოს. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტურნირის 1/4–ფინალში მიუნხენელთა მეტოქე ტურინის „იუვენტუსია“ და პირველ მატჩში 2:0 აქვთ მოგებული.

„სიგნალ იდუნა პარკზე“, მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი იხილა 80000–ზე მეტმა ქომაგმა – „დორტმუნდისა“ და „აუგსბურგის“ მატჩში 6 გოლი გავიდა. 23–ე წუთზე, დორტმუნდელმა იულიან შიბერმა აუგსბურგელთა არცთუ საიმედო თამაშით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, დორტმუნდელი ქომაგები გვარიანად ანერვიულდნენ, რადგან 2–წუთიან მონაკვეთში, დანიელ ბაიერმა და კევინ ფოგტმა მათი საყვარელი კლუბის კარი ორჯერ აიღეს და ტაიმებშუა შესვენებაზე იურგენ კლოპს საფიქრალი გაუჩინეს.

თავის მხრივ, კლოპმა გამოსავალი იპოვა და დასკვნით 45 წუთში, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. 52–ე წუთზე, შიბერმა დუბლი გაიფორმა და წონასწორობაც აღდგა. მასპინძლები ფსიქოლოგიურ უპირატესობას დაეუფლნენ და აქტიურად შეუტიეს, რამაც შედეგი მალევე მოიტანა – 64–ე წუთზე, შეტევაში ჩართული ნევენ სუბოტიჩი მარიო გიოტცეს ჩაწოდებულს დაუხვდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, აუგსბურგელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შემდეგაც ბურთი რობერტ ლევანდოვსკის მიუვიდა და შემდეგ, კარის ბადეშიც აღმოჩნდა – 4:2.

გელზენკირხენის „შალკე“ ბრემენის „ვერდერს“ ეწვია და შინ 3 ქულით დაბრუნდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ხუმარები“ იულიან დრაქსლერმა დააწინაურა – გერმანელმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ბურთი თითქმის დაუცველ კარში იოლად მოათავსა. დაახლოებით 15 წუთში, რაფაელის პასის შემდეგ, ჩიპრიან მარიკამ გელზენკირხენელთა უპირატესობა გაზარდა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:2.

„ბაი არენაზე“, გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს „ლევერკუზენმა“ და „ვოლფსბურგმა“. მე–12 წუთზე, ლარს ბენდერის ჩაწოდების შემდეგ, ანდრე შიურლემ ეფექტური დარტყმით აიღო „მგლების“ კარი, რითაც თავის გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. ვოლფსბურგელებმა პირველ ტაიმში ვერაფერი გააწყვეს, მაგრამ მეორე ნახევარში, დანიელმა სიმონ კიაერმა გაათანაბრა ანგარიში და სტუმრებს ქულა გადაურჩნა – 1:1.

 

ფრანკფურტი. „კომერცბან არენა“. 51500

აინტრახტი – ბაიერნი 0:1 (0:0)

აინტრახტი: ნიკოლოვი, რუსი (შტენდერა 71), იუნგი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, აიგნერი, მატმური (ლაკიჩი 75), როდე, ლანიგი (ჩელოცი 30), ინუი.

მწვრთნელი: არმინ ფე

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ხავი მარტინესი, ალაბა, შვაინშტაიგერი, მიულერი (რიბერი 63), რობენი (გუსტავო 63), შაქირი, გომესი (პისარო 75).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლი: 0:1 შვაინშტაიგერი (52)

გაფრთხილებები: აიგნერი (34) – გუსტავო (65), ხავი მარტინესი (85)

არში დარტყმა: 9 (5) – 9 (5) ჯარიმა: 15 - 11 კუთხური: 7 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 10 – 10

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 804000

დორტმუნდი – აუგსბურგი 4:2 (1:2)

დორტმუნდი: ლანჟერაკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, შაჰინი, გროსკროიცი, ბენდერი, ლაიტნერი (გიოტცე 52), ჰოფმანი, ბიტენკორტი (ლევანდოვსკი 52), შიბერი (კელი 83).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ვერჰაგი, ოსტშოლეკი, ვერნერი (ჩოი 80), ჰანი, ბაიერი, ფოგტი (ერლი 68), მიოლდერსი (მორავეკი 46), დონ–ვონი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლები: 1:0 შიბერი (22), 1:1 ბაიერი (43), 1:2 ფოგტი (45), 2:2 შიბერი (52), 3:2 სუბოტიჩი (64), 4:2 ლევანდოვსკი (90)

გაფრთხილებები: შიბერი (46) – ჰანი (24), კლავანი (76)

არში დარტყმა: 11 (7) – 9 (8) ჯარიმა: 13 – 22 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 6 – 3

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 29288

ლევერკუზენი– ვოლფსბურგი 1:1 (1:0)

ლევერკუზენი: ლენო, ვოლშაიდი, შვაბი, ბენიში, კარვახალი, კასტრო, რაინარცი (როლფესი 73), სემი (ჰეგელერი 60), ბენდერი, კისლინგი, შიურლე.

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, ფაგნერი (ტრეში 86), კიაერი, როდრიგესი, დიეგო, პოლაკი, ჰასებე, მედოევიჩი, არნოლდი (ჰელმესი 62), ოლიჩი (შეფერი 89).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 შიურლე (12), 1:1 კიაერი (70)

გაფრთხილებები: რაინარცი (49), ბენიში (85) – კიაერი (65), ფაგნერი (81), ჰელმესი (90)

არში დარტყმა: 10 (7) – 8 (5) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 7 – 8

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 50200

გლადბახი – ფიურტი 1:0 (0:0)

გლადბახი: შტეგენი, ბრაუვერსი, ვენდტი, დომინგესი, ნორდტვეიტი, იანტშკე, მარქსი (ჯაკა 73), არანგო, იუნესი (ჰანკე 79), ჰერმანი (დამსი 87), დე იონგი.

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ფიურტი: ჰესლი, მავრაი (კლიანე 56), ზობიხი, ციმერმანი, ბაბა, ფიურსტნერი, პრიბი (აზემი 80), პეცოსი, კლაუსი, სარარერი.

მწვრთნელი: ფრანკ კრამერი

გოლი: 1:0 დე იონგი (74)

გაფრთხილებები: ციმერმანი (61), ზობიხი (78), აზემი (90)

გაძევება: ციმერმანი (66)

არში დარტყმა: 18 (7) – 13 (7) ჯარიმა: 9 - 16 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 2 - 9 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 8 – 5

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 42000

ვერდერი – შალკე 0:2 (0:0)

ვერდერი: მილიცი, პაპასტატოპულოსი, ლუკიმია–მულონგოტი, პრედლი, ელია (ილდირიმი 72), ჰანტი, იგნიოვსკი (სტევანოვიჩი 78), დე ბრეინე, ტრიბული, პეტერსენი, არნაუტოვიჩი.

მწვრთნელი: ტომას შააფი

შალკე: ჰილდებრანდი, ჰიოვედესი, უჩიდა, მატიპი, კოლაზინაკი, ნოიშტედტერი, ბასტოსი (რაფაელი 46), ჰიოგერი, დრაქსლერი (ფუკსი 68), ფარფანი, მარიკა (პუკი 89).

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლები: 0:1 დრაქსლერი (51), 0:2 მარიკა (69)

გაფრთხილებები: პაპასტატოპულოსი (76) – ნოიშტედტერი (32)

არში დარტყმა: 9 (5) – 15 (9) ჯარიმა: 14 - 17 კუთხური: 9 - 5 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 6 – 7

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 53000

ჰამბურგი – ფრაიბურგი 0:1 (0:0)

ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, მანსენი, ვესტერმანი, აოგო (რაიკოვიჩი 89), იანსენი, არსლანი (ბადელი 70), ვან დერ ვარტი, შელბრედი (კაჩარი 68), ჰიუნ–მინი, რუდნევი.

მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, დიანე, მუიჯა, სორგი, შმიდი (გუედე 90), შუსტერი, გინტერი, კალიჯური, როზენტალი (მაკიადი 79), კრუზე (სანტინი 90).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 0:1 შმიდი (68)

გაფრთხილებები: არსლანი (21), ჰიუნ–მინი (53)

არში დარტყმა: 10 (6) – 7 (3) ჯარიმა: 18 - 10 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 8 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 0 – 3

0.103138