ფეხბურთი

1:30 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ და „შალკე“ იოლად იგებენ

შაბათს, გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის რამდენიმე მატჩი ჩატარდა. შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული მოულოდნელობა არცერთ შეხვედრაში მომხდარა.

„ვოლფსბურგმა“ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ კატასტროფულად დაასრულა. მე-17 წუთზე, შეტევაში ჩართულმა ნალდომ „მგლები“ წინ გაიყვანა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა იერიშები გაამწვავეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. ნალდოს გოლიდან 10 წუთში, შერდან შაქირიმ ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

პეპ გვარდიოლას გუნდს გოლებში ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა, მაგრამ 63-ე წუთიდან, „ვოლფსბურგისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა. ჯერ ტომას მიულერმა ჩამოიშორა მეკარე და ბურთი კარში შეაგორა, შემდეგ კი, მარიო მანჯუკიჩმა დაჰკრა შედეგიანად და „ბაიერნს“ 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. 71-ე წუთზე, ფრანკ რიბერიმ არიენ რობენს დაუფასა პასი და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მატჩის დასრულებამდე, მანჯუკიჩმა და მიულერმა კიდევ თითო გოლის გატანა მოასწრეს და „ბაიერნს“ 6:1 მოაგებინეს.

დიდი ანგარიშით იმარჯვა გელზენკირხენის „შალკემაც“, რომელმაც თავის მოედანზე „ჰოფენჰაიმს“ სძლია. „ხუმარებმა“ მეტოქის განადგურება მატჩის დებიუტშივე დაიწყეს - კლას-იან ჰუნტელარმა ხელსაყრელი პოზიციით ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, ჰოლანდიელმა მეგოლემ მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და დუბლი გაიფორმა, რითაც მატჩის ბედი მეტწილად გადაწყვიტა. ჰუნტელარს ჰეთ-თრიქის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში, „შალკეს“ თავდამსხმელმა ჩინედუ ობასიმ ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა და „ჰოფენჰაიმის“ გულშემატკივრებს ყველანაირი იმედი გადაუწურა. მატჩის მიწურულს, ჰუნტელარმა ჰეთ-თრიქის გაფორმება მაინც მოახერხა - იულიან დრაქსლერის პასით ისარგებლა და სტუმართა განადგურებას წერტილი დაუსვა.

„ჰანოვერისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. 28-ე წუთზე, სამი ჰიპიას გუნდი გონსალო კასტრომ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს დაჰკრა და ტაბლოზე თავისი გვარი ააციმციმა. რამდენიმე წუთში, ჰანოვერელებმა არტიომ რუდნევის შედეგიანი დარტყმის წყალობით აღადგინეს წონასწორობა და სტუმრებს წინსვლის საშუალება არ მისცეს. მეორე ტაიმში, ორივე გუნდს საკმარისი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა იხეირა - 1:1.

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი - ბაიერნი 1:6 (1:1) 

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, პერიშიჩი, მედოევიჩი, კალიჯური (შეფერი 79), დე ბრეინე (მალანდა-ატიე 85), არნოლდი (პოლაკი 79), დოსტი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი (ხავი მარტინესი 67), რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რობენი, რიბერი, კროოსი (მანჯუკიჩი 57), შაქირი (ტიაგო 56), მიულერი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 1:0 ნალდო (17), 1:1 შაქირი (26), 1:2 მიულერი (63), 1:3 მანჯუკიჩი (66), 1:4 რიბერი (71), 1:5 მიულერი (78), 1:6 მანჯუკიჩი (80)

გაფრთხილება: მედოევიჩი (58)

კარში დარტყმა: 12 (10) – 18 (16) ჯარიმა: 14 - 8 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 35% - 65% სეივი: 10 – 9

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 60604

შალკე - ჰოფენჰაიმი 4:0 (2:0)

შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი (მეიერი 80), გორეცკა, ჰუნტელარი (სალაი 80), ობასი (ფუკსი 70).

მწვრთნელი: იენს კელერი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, ზიულე, პოლანსკი, რუდი, შტრობლი (ვესტერგორი 46), ფირმინო, მოდესტი (შიპლოკი 64), ჰერდლინგი (სალიჰოვიჩი 46), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 1:0 ჰუნტელარი (6), 2:0 ჰუნტელარი (28), 3:0 ობასი (55), 4:0 ჰუნტელარი (79)

გაფრთხილება: ჰოგლანდი (15), დრაქსლერი (26), კოლაზინაკი (87) - პოლანსკი (31), ბეკი (60), შიპლოკი (86)

კარში დარტყმა: 24 (13) – 10 (8) ჯარიმა: 22 - 20 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 4 - 9 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 8 – 9

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 60500

შტუტგარტი - ბრაუნშვაიგი 2:2 (2:1)

შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა (ტრაორე 81), შვაბი, ნიდერმაიერი, რაუში, რიუდიგერი, გენტნერი, ლიაიტნერი, მაქსიმი (ხედირა 73), ჰარნიკი, კაკაუ (ვერნერი 87).

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი (ვრანჩიჩი 78), კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი, პფიცნერი (პერტელი 68), ტოიერკაუფი, კორეია, ბელარაბი, კუმბელა, ნილსენი (ადემი 67).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 0:1 ჰოკსაიდტი (24), 1:1 მაქსიმი (30), 2:1 ჰარნიკი (35), 2:2 ბიჩაკჩიჩი (82)

გაფრთხილება: შვაბი (12), ტრაორე (90) - პფიცნერი (45), ჰოკსჰაიდტი (86), კესელი (90)

კარში დარტყმა: 14 (6) – 11 (7) ჯარიმა: 17 - 18 კუთხური: 11 - 6 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 5 – 4

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 50000

გლადბახი - აუგსბურგი 1:2 (1:1)

გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, ნორდვეიტი (იუნესი 84), დამსი, იანჩკე, არანგო, რაფაელი, კორბი, კრუზე (მლაპა 74), ჰერმანი (ჰრგოტა 70).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ-ბრაკერი (იუნ-ჰო 65), კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი, მორავეკი, ბობადილია (დონ-ვონი 74), ალტინტოპი (კორი 86).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 1:0 რაფაელი (5), 1:1 ალტინტოპი (35), 1:2 ვერნერი (81)

კარში დარტყმა: 15 (7) – 19 (7) ჯარიმა: 9 - 11 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 4 - 4 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 5 – 6

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 46600

ჰანოვერი - ლევერკუზენი 1:1 (1:1)

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი (სანე 82), ჰოფმანი, ჰუსტი, შმიდებახი, ბიტენკორტი (ია კონანი 87), დიუფი (პრიბი 15), რუდნევი.

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, სპაჰიჩი, ვოლშაიდი, კასტრო, როლფესი, ჰეგელერი (სემი 24), კანი, კისლინგი (დერდიოკი 79), ჰიუნ-მინი (ბრანდტი 69).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 კასტრო (28), 1:1 რუდნევი (33)

გაფრთხილება: ანდრეასენი (54) - კანი (79)

კარში დარტყმა: 19 (12) – 9 (2) ჯარიმა: 6 - 15 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 1 – 11

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 52000

ჰამბურგი - აინტრახტი 1:1 (0:1)

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ვესტერმანი, დიკმაიერი, ილიჩევიჩი, რინკონი (ტეშე 62), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ზუა.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი, ჯაკპა, სამბრანო, იუნგი, ბარნეტა (ვაისი 76), მაიერი (როზენტალი 69), შვეგლერი, აიგნერი (კადლეცი 82), ფლიუმი.

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 0:1 მადლუნგი (29), 1:1 ჩალხანოღლუ (72პ.)

გაფრთხილება: ვესტერმანი (58), ბადელი (66), ზუა (79) - ბარნეტა (42), ჯაკპა (60), სამბრანო (71)

კარში დარტყმა: 15 (7) – 7 (4) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 3 – 6

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 40608

ნიურნბერგი - ვერდერი 0:2 (0:1)

ნიურნბერგი: შეფერი (რაკოვსკი 46), პინოლა, პლატენჰარდტი, ანგა-ლეტშერი, კამპანია (კოლაკი 76), გლოუშეკი, კიოტაკე, მაკი (პეკჰარტი 63), პეტრაკი, ფრანცი, დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

ვერდერი: ვოლფი, პრედლი, ლუკიმია-მულონგოტი, კალდიროლა, ჰანტი, ობრანიაკი (სელასი 72), იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, იგნიოვსკი (ფრიცი 80), პეტერსენი (მაკიადი 60), დი სანტო.

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 0:1 დი სანტო (40), 0:2 ბარგფრედე (68)

გაფრთხილება: ანგა-ლეტშერი (53), გლოუშეკი (66), კამპანია (74) - ბარგფრედე (33), ობრანიაკი (34), იუნუზოვიჩი (45), კალდიროლა (83)

კარში დარტყმა: 15 (8) – 12 (6) ჯარიმა: 20 - 14 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 4 – 8

0.18684