ფეხბურთი

23:09 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ქომაგებს ახარებენ

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. „რეკორდმაისტერმა“ ვერცხლის სინი უკვე ჩაიბარა და დარჩენილ მატჩებს  მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის ატარებს.

იუპ ჰაინკესის გაწვრთნილები „ალიანს არენაზე“ „ფრაიბურგს“ დაუხვდნენ და შინ უქულოდ გაისტუმრეს. გადამწყვეტი გოლი 35–ე წუთზე გავიდა, როდესაც შედრან შაქირიმ ბევრისთვის მოულოდნელად, საჯარიმო დარტყმით, პირდაპირ კარისკენ გაუშვა ბურთი და „ბაიერნი“ წინ გაიყვანა. მიუნხენელებს უპირატესობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ერთი ბურთი იკმარეს და თავიანთი ქულათა მონაგარი გაზარდეს.

ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა „ბაი არენას“ ტაბლოზეც – „ლევერკუზენმა“ 3 ქულა ბრემენის „ვერდერთან“ მატჩში აიღო. საგულისხმოა, რომ გოლი ამ მატჩშიც 35–ე წუთზე გავიდა – ლევერკუზენელთა ფორვარდმა შტეფან კისლინგმა თერთმეტმეტრიანიდან აიღო სტუმართა კარი და როგორც შემდეგ გაირკვა, თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დიტერ ჰეკინგის „ვოლფსბურგმა“ საჭირო გამარჯვება „გლადბახთან“ მატჩში მოიპოვა. ერთ–ერთი საუკეთესო იყო ბრაზილიელი დიეგო, რომელმაც გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34–ე წუთზე, დიეგომ მაქსიმილიან არნოლდი დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე, ამ უკანასკნელმა კი, ძლიერად დაჰკრა და „მგლები“ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. ამით, ვოლფსბურგელებმა ისარგებლეს და ივიცა ოლიჩისა და დიეგოს გოლების წყალობით, 3:1 იმარჯვეს.

ბუნდესლიგის უკანასკნელი 2 სეზონის ჩემპიონი „დორტმუნდი“ „ფორტუნას“ ეწვია და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. იურგენ კლოპის გუნდმა თავიდანვე ხელთ იგდო მატჩის სადავეები და აღარც დაუთმია. მე–20 წუთზე, ძალზე ეფექტური დარტყმით, ნური შაჰინმა დორტმუნდელები წინ გაიყვანა, რამაც მატჩის ბედი მეტწილად განაპირობა. მეორე ტაიმში, დორტმუნდელთა კომბინაცია იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ დააგვირგვინა გოლით და გამარჯვებულის ვინაობაც ცხადყო. მოგვიანებით, მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ქულა ვეღარ გადაარჩინეს – 1:2.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ფრაიბურგი 1:0 (1:0)

ბაიერნი: შტარკე, ვან ბუიტენი, რაფინია, ბოატენგი, კონტენტო, კანი (რიბერი 74), გუსტავუ, ტიმოშჩუკი (მარტინესი 84), შაქირი, პისარო, მანჯუკიჩი (გომესი 74).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

ფრაიბურგი: ბაუმანი, მუიჯა, დიანე, სორგი, ჰენი, გინტერი, მაკიადი, ფლიუმი (სანტინი 64), კალიჯური, კრუზე, შმიდი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 1:0 შაქირი (35)

გაფრთხილებები: ტიმოშჩუკი (46) – კალიჯური (68)

არში დარტყმა: 14 (5) – 4 (1) ჯარიმა: 8 - 17 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 69% - 32%

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30210

ლევერკუზენი – ვერდერი 1:0 (1:0)

ლევერკუზენი: ლენო, ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი, კარვახალი, რაინარცი, როლფესი, სემი (კასტრო 65), ბენდერი, კისლინგი (ბენიში 90), შიურლე (ჰეგელერი 86).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ვერდერი: მილიცი, პაპასტატოპულოსი, პრედლი, ფრიცი, იუნუზოვიჩი (შმიცი 86), ჰანტი, ბარგფრედე, კროოსი (ვურცი 69), იგნიოვსკი, ილდირიმი (აკპალა 75), პეტერსენი.

მწვრთნელი: ტომას შააფი

გოლი: 1:0 კისლინგი (35) 

გაფრთხილებები: ვოლშაიდი (20) – მილიცი (33), კროოსი (51)

არში დარტყმა: 6 (2) – 9 (4) ჯარიმა: 22 - 19 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 61% - 39%

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30660

აუგსბურგი – შტუტგარტი 3:0 (0:0)

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ვერჰაგი, ოსტშოლეკი, ვერნერი (დე იონგი 81), ჰანი, ბაიერი, მორავეკი (რაინჰარდტი 87), მიოლდერსი (ერლი 89), დონ–ვონი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, ბოკა, მოლინარო, საკაი, რიუდიგერი, ტრაორე (ოკაზაკი 71), გენტნერი, მაქსიმი (მაკედა 67), ჰარნიკი, იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლები: 1:0 მიოლდერსი (61), 2:0 დე იონგი (83), 3:0 დონ–ვონი (85)

გაფრთხილებები: ოსტშოლეკი (33), ვერჰაგი (36), დონ–ვონი (38), დე იონგი (84) – რიუდიგერი (17), მაქსიმი (41), იბიშევიჩი (56), ნიდერმაიერი (73)

არში დარტყმა: 19 (9) – 5 (2) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52%

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 38675

ჰოფენჰაიმი – ნიურნბერგი 2:1 (2:0)

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ჯონსონი, ვესტერგორი, ტესკერი (შორი 67), სალიჰოვიჩი (ლუდვიგი 88), ვაისი, რუდი, ფირმინო (ხოსელუ 70), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ნიურნბერგი: შეფერი, ჩენდლერი, დაბანლი (პეკჰარტი 85), პლატენჰარდტი, ფოილნერი (შტარკი 46), ბალიჩი, კიოტაკე, სიმონსი, ფრანცი (კანაზაკი 67), ეშვაინი, პოლტერი.

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

გოლები: 1:0 ვაისი (11), 2:0 სალიჰოვიჩი (20), 2:1 სიმონსი (58)

გაფრთხილებები: რუდი (32), კასტელსი (58) – ეშვაინი (39), ბალიჩი (69)

არში დარტყმა: 15 (6) – 9 (2) ჯარიმა: 12 - 21 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 53% - 47%

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი – გლადბახი 3:1 (1:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, ვიეირინია, პოლაკი, ტრეში (მედოევიჩი 81), ჰასებე, არნოლდი (შეფერი 90), ოლიჩი (დოსტი 78).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გლადბახი: შტეგენი, ბრაუვერსი, დომინგესი, ნორდვეიტი, დამსი, იანტშკე, არანგო, ჯაკა, ჰერმანი (იუნესი 76), ჰანკე (დე იონგი 77), მლაპა (ჰრგოტა 70).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 არნოლდი (34), 1:1 მლაპა (52), 2:1 ოლიჩი (61), 3:1 დიეგო (75)

გაფრთხილებები: დე იონგი (83)

არში დარტყმა: 12 (4) – 6 (4) ჯარიმა: 6 - 14 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 51% - 49%

 

დიუსელდორფი. „ესპრიტ არენა“. 54000

ფორტუნა – დორტმუნდი 1:2 (0:1)

ფორტუნა: გიფერი, ლატკა, მალეზასი, ვან დენ ბერგი, ბალოგუნი, ბოჯეკი, ბელინგჰაუზენი, ლამბერცი, კრუზი, ილსე (რაიზინგერი 64), შაჰინი.

მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი

დორტმუნდი: ლანჟერაკი, ჰუმელსი, სანტანა, კირხი, კელი, შაჰინი, გროსკროიცი, ლაიტნერი (ბლაშჩიკოვსკი 68), ბიტენკორტი (ლევანდოვსკი 69), ჰოფმანი (როისი 79), შიბერი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 შაჰინი (20), 0:2 ბლაშჩიკოვსკი (70), 1:2 ბოჯეკი (88)

გაფრთხილებები: კრუსი (40), ილსე (50), ვან დენ ბერგი (57), რაიზინგერი (75), ბოჯეკი (89) – შიბერი (51), ჰუმელსი (88)

კარში დარტყმა: 5 (3) – 7 (6) ჯარიმა: 16 - 11 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 48% - 52%

0.165752