გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის შაბათს ჩატარებული მატჩები მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა. აშკარა ფავორიტებმა - „ბაიერნმა“ და „დორტმუნდმა“ თავიანთი მატჩები საკმაოდ იოლად მოიგეს.
იურგენ კლოპის დამოძღვრილმა დორტმუნდელებმა „აინტრახტს“ უმასპინძლეს და 3 ქულის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. პიერ-ემერიკ ობამეიანგს ანგარიშის გახსნის შანსი შეხვედრის დებიუტშივე მიეცა და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ამგვარად, „დორტმუნდმა“ სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახა და ისღა დარჩენოდა, კიდევ უფრო მეტი ბურთი გაეტანა.
21-ე წუთზე, ობამეიანგი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა თითქმის დაუცველი კარის წინ და დუბლიც იოლად გაიფორმა. მეორე ტაიმის დებიუტში, დორტმუნდელთა მთავარმეგოლემ რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა, მატჩში წერტილი კი, შეცვლაზე შესულმა მილოშ იოიჩიკმა დასვა - 4:0.
ასეთივე ანგარიშით იმარჯვა „ბაიერნმაც“, რომლის მეტოქეც „ფრაიბურგი“ გახლდათ. მე-19 წუთზე, დიეგო კონტენტოს ჩაწოდებულ ბურთს დანტემ თავი დაჰკრა და მიუნხენელები წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, შედრან შაქირი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან და მასპინძელთა უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა. „ბაიერნმა“ პირველ ტაიმში ეს არ იკმარა და შაქირის მეორე გოლის წყალობით, ტაიმი 3:0 მოიგო.
ცხადი იყო, რომ „ფრაიბურგი“ ქულის გადარჩენას ვეღარ შეძლებდა. მათი მთავარი მისია ის იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები გოლი გაეშვათ. მატჩის დასკვნით წუთებში, სტუმართა მეკარე ვეტერანმა ფორვარდმა კლაუდიო პისარომ დაამწუხრა და „ბაიერნიც“ 4:0-ზე შეჩერდა.
შაბათს შედგა გასავარდნ ზონაში მყოფი კლუბების დაპირისპირებაც. „ბრაუნშვაიგი“ „ჰამბურგს“ დაუხვდა და შინ უქულოდ გაისტუმრა. უხვგოლიან დაპირისპირებაში, მასპინძლებმა 4:2 იმარჯვეს.
დღე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩით დასრულდა. პრინციპული მეტოქეები - „ლევერკუზენი“ და „შალკე“ ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ და გულშემატკივარებს საინტერესო სანახაობაც შესთავაზეს. 28-ე წუთზე, გელზენკირხენელმა ლეონ გორეცკამ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში, „ხუმარებმა“ საქმე გაირთულეს, რადგან ფელიპე სანტანას ავტოგოლით, წონასწორობა აღდგა. მიუხედავად ამისა, „შალკემ“ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოხერხა - ჯეფერსონ ფარფანის ჩაწოდებულ ბურთს კლას-იან ჰუნტელარი გამოეხმაურა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80000
დორტმუნდი - აინტრახტი 4:0 (2:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, კელი, შაჰინი, მხითარიანი (იოიჩი 68), გროსკროიცი, ობამეიანგი (ჰოფმანი 71), ლევანდოვსკი (შიბერი 81).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი, ჯაკპა (ოჩიპკა 73), ანდერსონი (კემპფი 33), იუნგი, როზენტალი, მაიერი, აიგნერი, ვაისი (შრეკი 55), ლანიგი.
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლი: 1:0 ობამეიანგი (10), 2:0 ობამეიანგი (21), 3:0 ლევანდოვსკი (47პ.), 4:0 იოიჩი (69)
გაფრთხილება: შაჰინი (83) - კემპფი (70), რუსი (84), შრეკი (85)
კარში დარტყმა: 21 (15) – 7 (3) ჯარიმა: 18 - 21 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 3 – 11
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“.
ვერდერი - გლადბახი 1:1 (0:1)
ვერდერი: ვოლფი, პრედლი, ლუკიმია-მულონგოტი (კროოსი 27), კალდიროლა, მაკიადი (ელია 76), ობრანიაკი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, იგნიოვსკი, პეტერსენი (კობილიანსკი 69), დი სანტო.
მწვრთნელი: რობინ დუტი
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი (დამსი 75), შტრანცლი, იანჩკე (დომინგესი 46), რაფაელი, ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი, ჰრგოტა (რუპი 90).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 0:1 რაფაელი (6), 1:1 ობრანიაკი (88)
გაფრთხილება: ობრანიაკი (16), ბარგფრედე (30), იგნიოვსკი (81) - ჰრგოტა (83)
კარში დარტყმა: 15 (8) – 17 (12) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 5 - 10 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 11 – 7
ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“.
ბრაუნშვაიგი - ჰამბურგი 4:2 (0:1)
ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი, ტოიერკაუფი (კუმბელა 46), ბოლანდი, ელაბდელაუი (პფიცნერი 26), კორეია, ბელარაბი, ნილსენი (დოღანი 90).
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი
ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, დიკმაიერი, ზობიხი, ვან დერ ვარტი (არსლანი 52), ილიჩევიჩი, რინკონი (ჩალხანოღლუ 63), ბაუი, ჯონი (ზუა 83), ლასოგა.
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი
გოლი: 0:1 ლასოგა (23), 1:1 კუმბელა (51), 2:1 კუმბელა (61), 2:2 ილიჩევიჩი (76), 3:2 კუმბელა (85), 4:2 ჰოკსჰაიდტი (90)
გაფრთხილება: ბელარაბი (16), ბოლანდი (32), ტოიერკაუფი (38), რაიხელი (45), კუმბელა (65), ჰოკსჰაიდტი (90) - დიკმაიერი (17), რინკონი (59), ვესტერმანი (66), ბაუი (72)
კარში დარტყმა: 14 (8) – 18 (9) ჯარიმა: 20 - 28 კუთხური: 7 - 8 თამაშგარე: 7 - 0 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 7 – 4
მიუნხენი. „ალიანს არენა“.
ბაიერნი - ფრაიბურგი 4:0 (3:0)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი (გიოტცე 64), რაფინია, დანტე, კონტენტო, ხავი მარტინესი, რობენი (ვან ბუიტენი 78), კროოსი, შაქირი (შვაინშტაიგერი 61), მიულერი, პისარო.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, ჰენი, გინტერი (შუსტერი 69), ფერნანდესი, შმიდი, დარიდა, კლაუსი (კერკი 62), მეჰმედი (გუედე 81).
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლი: 1:0 დანტე (19), 2:0 შაქირი (34), 3:0 შაქირი (42), 4:0 პისარო (88)
გაფრთხილება: ხავი მარტინესი (48), კროოსი (68), დანტე (85) - გიუნტერი (18)
კარში დარტყმა: 16 (11) – 12 (6) ჯარიმა: 15 - 12 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 6 – 7
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 30150
ჰოფენჰაიმი - შტუტგარტი 4:1 (1:0)
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ზიულე, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (ჰამადი 86), ფირმინო, შიპლოკი (მოდესტი 73), ჰერდლინგი (შტრობლი 62), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა, შვაბი, ნიდერმაიერი, რიუდიგერი, ტრაორე, ლაიტნერი, ხედირა (მაქსიმი 65), ჰარნიკი (კაკაუ 58), აბდელაუიე, ვერნერი (იალჩინი 84).
მწვრთნელი: ტომას შნაიდერი
გოლი: 1:0 შიპლოკი (12), 2:0 ფოლანდი (49), 3:0 შიპლოკი (66), 3:1 რიუდიგერი (78), 4:1 ფირმინო (90პ.)
გაფრთხილება: პოლანსკი (53), შიპლოკი (71), ფოლანდი (77), მოდესტი (83) - ლაიტნერი (25), ხედირა (25), ჰანრიკი (53), კაკაუ (60), ულრაიხი (74)
გაძევება: ლაიტნერი (80)
კარში დარტყმა: 13 (9) – 13 (4) ჯარიმა: 23 - 25 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 5
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30000
ლევერკუზენი - შალკე 1:2 (0:1)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, სპაჰიჩი (ტოპრაკი 59), ვოლშაიდი, კასტრო, როლფესი, ბენდერი (ჰეგელერი 87), კანი, კისლინგი, ჰიუნ-მინი (ბრანდტი 82).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი (პაპადოპულოსი 88), სანტანა, მატიპი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ფარფანი, ნოიშტედტერი, გორეცკა (ფუკსი 79), მეიერი (აიჰანი 84), ჰუნტელარი.
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლი: 0:1 გორეცკა (28), 1:1 სანტანა (66), 1:2 ჰუნტელარი (74)
გაფრთხილება: სპაჰიჩი (30), ბენდერი (41), ბენიში (50), კანი (83) - გორეცკა (33), მატიპი (89), ფარფანი (90)
კარში დარტყმა: 11 (8) – 11 (5) ჯარიმა: 12 - 15 კუთხური: 11 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 3 – 7