მიუნხენის “ბაიერნმა” ორი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “მანჩესტერ იუნიატედთან” საპასუხო მატჩზე დასწრება აუკრძალა. მიუნხენელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამის მიზეზი გამოცემების The Sun-ისა და The Daily Mirror-ის მიერ მიუნხენელთა ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერზე გამოქვეყნებული სტატიები გახდა, რომელიც პირველ მატჩში გააძევეს.
სტატიები ასეთი სათაურებით დაიბეჭდა: “შენ ბინძური ღორი ხარ” (You dirty schwein) და “შენ ღორი ხარ” (You schwein). ამგვარად, ჟურნალისტებმა შვაინშტაიგერის გვარს ხაზი გაუსვეს, რომელიც ასე ითარგმნება: “ღორის მწყემსი”.
“ბაიერნმა” მსგავსი სტატიები შეურაცხმყოფელად მიიჩნია და მიუნხენელთა აზრით, ისინი უეფას პრინციპებს არ პასუხობენ. შედეგად, გერმანელები ხსენებული გამოცემების ჟურნალისტებს “ალიანს არენაზე” გასამართი საპასუხო მატჩისთვის აკრედიტაციას არ მისცემენ.