მიუნხენის “ბაიერნმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მარიო გომესის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ფიორენტინასთან” შეთანხმება მიღწეულია.
გერმანული კლუბის ვებგვერდის ცნობით, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ანდერა დელა ვალემ შეთანხმებას მიაღწიეს. გომესი “ფიორენტინას” ფეხბურთელი უახლოეს დღეებში, მას შემდეგ გახდება, რაც იტალიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფიორენტინას” გომესის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდება, საიდანაც ფლორენციელები 16 მილიონს დაუყოვნებლივ გადაიხდიან, ხოლო 4 მილიონს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გერმანელი ფეხბურთელი იტალიელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.