ხორვატიაში, 27 წლის კვიპროსელი ჩოგბურთელის მარკოს ბაღდატისისა და ასევე 27 წლის, წარსულში ცნობილი ხორვატი ჩოგბურთელის კაროლინა შპრემის ქორწილი შედგა. მარკოსი და კაროლინა 2010 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, სწორედ მაშინ დაასრულა პროფესიონალური კარიერა კაროლინამ. საქორწილო ცერემონია ხორვატიის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული სასახლის, ტრაკოშანის სამლოცველოში შედგა.