მიუნხენის "ბაიერნის" მცველ ჰოლგერ ბადშტუბერს ისევ ოპერაციის გაკეთება მოუწევს – ამჯერად, საზარდულის კუნთის გაწყვეტის გამო. ადრე მას 20 თვე გაუცდა, რადგან ჯვარედინი მყესები გაუწყდა. ბადშტუბერი ბუნდესლიგის მესამე ტურში, "შტუტგარტთან", 43-ე წუთზე დაშავდა.
"რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული ვარ. ცუდად ამეწყო საქმე, მაგრამ არ ინერვიულოთ! ოპერაციის შემდეგ დავბრუნდები. უკვე მაქვს ტრავმის გამოცდილება. დავბრუნდები და ბოლომდე ვიბრძოლებ" – 25 წლის მცველის სიტყვები "ბაიერნის" ოფიციალურ საიტს მოჰყავს.
ილია კახელიშვილი