ჭადრაკი

19:42 | 5.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა მოსკოვური ტურნირი მოიგო

ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი (2426) მოსკოვში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. სტუდენტ გოგონათა პირველობის 9 ტურში, ბაციაშვილმა 7.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ ბელორუს ნასტასია ზიაზულკინას (2290) 0.5 ქულით გაუსწრო.
დასკვნით ტურში ნინომ შავი ფიგურებით რუსი დინა დროზდოვა (2241) დაამარცხა, სულ კი ქართველმა გოგონამ ხუთი გამარჯვება იზეიმა და ოთხი ყაიმი დააფიქსირა.
Moscow Open 2012-ის ეგიდითვე გამართულ რუსეთის თასის მე-3 ეტაპზე, ნაზი პაიკიძემ (2411) ასევე 7.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, ეს, დამატებუთი მაჩვენებლების წყალობით, მხოლოდ მე-7 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
დასკვნით ტურში პაიკიძე შავებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ჩინელ ქიან ჰუანგს (2389) დაუზავდა და მას მე-2 ადგილი დაუთმო, პირველი კი 7.5 ქულით რუსი მარინა რომანკო (2389) იყო.

0.115175