ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-10 ტურში ნინო ბაციაშვილმა (2425) შავი ფიგურებით ინდოელი შარმა ჰემანტი (2230) დაამარცხა და 6.0 ქულით 29-ე ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება სოფიკო გურამიშვილს, იგი ასევე შავებით ინდოელ აშვატს (2205) დაუზავდა და 120-მდე მონაწილეს შორის 4.5 ქულით 69-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
მე-11 ტურში ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ბაციაშვილი რუს ივან პოპოვს (2652) ეთამაშება, გურამიშვილი კი – ინდოელ ბალა დულიპალას (2185).
10 ტურის თავზე ტურნირს 8.5 ქულით ინდოელი ჩიტამბარამ არავინდი (2235) ლიდერობს.