ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული პრესა იუწყება.
“ინტერიდან” წასვლას არ ვგეგმავ. ეს გუნდი ჩემთვის მშობლიური გახდა და იქ ყველაფერი მომწონს. მინდა დავრჩე და “ინტერს” წარმატების მიღწევაში დავეხმარო” – თქვა ცხადაძემ, რომელიც აზერბაიჯანის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ვერსიით 34-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ხსენებულ ტურში “ინტერმა” სტუმრად აგდამის “ყარაბაღთან” 1:4 წააგო და ერთადერთი გოლი ცხადაძემ გაიტანა.
უმცროსმა ცხადაძემ კომენტარი მამის კახა ცხადაძის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლა-არწასვლის შესახებაც გააკეთა:
“ეს საკითხი სეზონის დასრულების მერე გაირკვევა. დარწმუნებული ვარ მამა მისთვის საუკეთესოს გადაწყვეტს. კახა ცხადაძე არაა ისეთი ადამიანი და მწვრთნელი, რომ წასვლა-არწასვლის თემით ივაჭროს. მის მუშაობას “ინტერში” ყველა ხედავს”.