“შთაბეჭდილებები მშვენიერია. ყველამ კარგად მიმიღო გუნდში. “ალკორკონი” პირველი უცხოური კლუბია, რომელთანაც კონტრაქტი გავაფორმე. იჯარა 6-თვიანია და შემდეგ ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა” – უთხრა ბაჩანა არაბულმა “მსოფლიო სპორტს”.
19 წლის ქართველი ფორვარდის უგუნდოდ ყოფნას ბოლო მოეღო. იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ფრანკფურტის “აინტრახტიც”, საბოლოოდ კი, ფეხბურთელი მადრიდის გარეუბნის “ალკორკონში” გადავიდა. ბაჩანას ესპანეთში დავუკავშირდით:
- რამდენი დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობთ?
- სამი დღეა. ძალიან კარგი გუნდი ჩანს. ეს ვარჯიშებიდანაც ეტყობა. კარგად შემხვდნენ. სიტუაცია მშვენიერია. ხოლო გუნდი რომ ძლიერია, ამას სეგუნდას სამი ტურიც მოწმობს. ერთადერთი კლუბია “ალკორკონი”, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს და გოლიც არ გაუშვიათ.
- დებიუტს როდის ელით?
- დღეს ვთამაშობ. “ხეტაფეს” ვხვდებით ამხანაგურში.
- წლიდან წლამდე უმატებს “ალკორკონი”. მიზანი, ალბათ, პრიმერაში გადასვლაა.
- დიახ. შარშან ცოტა დააკლდათ, შემდეგ მწვრთნელი შეცვალეს და ვნახოთ.
ვრცლად “ალკორკონზე”: 1971
“ალკორკონის” სახელი 2009
მწვრთნელი გახლავთ მიგელ ალვარესი, ხოლო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ახალწვეული დანი პაჩეკო ითვლება. ამ 22 წლის ფორვარდს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და 18 წლის იყო, როცა “ლივერპულმა” წაიყვანა, თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა (სულ 5 მატჩი) და სხვადასხვა გუნდებში ანათხოვრებდნენ.
“ალკორკონს” სეგუნდაში მეოთხე ტურის მატჩი 7 სექტემბერს აქვს. “მალიორკას” ესტუმრება.
დღეს საღამოს კი არაბულის დებიუტი იქნება “ხეტაფესთან” შეხვედრაში.