20 აგვისტოს, ბაქოში “ბაქსელ არენაზე” აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ ამხანაგურ მატჩს ქართველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ლევან თოდრია დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯად ომერ ფაშაევია გამწესებული.