ფეხბურთი

17:20 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზარს “ჩელსიში” დარჩენა სურს

 

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს. 23 წლის ბელგიელი 10-ნომრიანი მაისურის მიღებით გახარებულია და მომდევნო სეზონშიც “სტემფორდ ბრიჯზე” თამაში სურს.

“ძალიან მიხარია, რომ “ჩელსიში” 10-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება მომცეს. ეს ჩემი საყვარელი ციფრია, რომლითაც ბელგიის ნაკრებში ვთამაშობ. 10 ნომრით ჩემი რამდენიმე კერპი თამაშობდა, რომელთა შორის ერთ-ერთიც ზინედინ ზიდანია. იმედია, ეს ციფრი წარმატებას მომიტანს და მომდევნო სეზონში “ჩელსის” ქომაგებს გავახარებ”, - განუცხადა აზარმა ბრიტანულ მედიას.

რამდენადაც ცნობილია, “პარი სენ-ჟერმენი” აზარში 75 მილიონ ევროს იხდის.

თეგებიედენ აზარი
0.132598