ფეხბურთი

16:55 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზარი მოურინიოს კრიტიკას ეთანხმება

 

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი მიიჩნევს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მას სამართლიანად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

"მოურინიოს კრიტიკა ჩემ მიმართ სწორია. მირჩევნია მან მითითებები მომცეს, ვიდრე თქვას, რომ საუკეთესო ვარ და მეტი შრომა არ მჭირდება. რა თქმა უნდა, განვითარება მჭირდება, რათა გუნდს კიდევ უფრო მეტად დავეხმარო. ვიმედოვნებ, შემდეგ სეზონში უკეთესად ვითამაშებ და უფრო მეტ გოლს გავიტან,” - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ედენ აზარი დაასახელა. 23 წლის ბელგიელი "ჩელსის" გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ ცნეს.

გიორგი ბალახაძე

თეგებიედენ აზარი
0.11791