ფეხბურთი

16:29 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ლონდონური დერბისთვის მზად იქნება

 

დიდი ალბათობით, ლონდონის “ჩელსის” ტრავმირებული ნახევარმცველი ედენ აზარი თავის გუნდს უახლოეს მატჩშივე დაეხმარება. ამის შესახებ “არისტოკრატთა” თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს.

“აზარს მცირე პრობლემები კვლავ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. “მანჩესტერთან” მატჩში არ გავრისკეთ, მაგრამ “ტოტენჰემთან” ვათამაშებთ. ჩვენი კლუბის სამედიცინო შტაბი ამაზე დიდი მონდომებით მუშაობს”, - განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, ლონდონური დერბია, სადაც “ჩელსი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

0.114091