აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, 22 წლის ბელარუს ვიქტორია აზარენკას საქანელები უყვარს. სპორტსმენმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც პატარა ბავშვთან ერთად ერთობა.
ვიდეოს შემდეგი მინაწერი აქვს: “ეს ხომ ძალიან მაგარია! არის ვინმე, ვისაც ქანაობა არ მოსწონს? მგონი, ასეთი ადამიანები არ არსებობენ”.
ხსენებული ვიდეოს ხილვა აზარენკას Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ:
http://www.facebook.com/VictoriaAzarenka