მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, 23 წლის ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ ნიუ იორკში, ამერიკის ღია პირველობაზე გატარებულ დროზე ისაუბრა.
“რატომ ხდება, რომ კარგი ადამიანების გარემოცვაში დრო ყოველთვის სწრაფად გადის? მინდა, ასეთ მომენტებში სამყარო შეჩერდეს. ნიუ იორკში საოცარი სამი კვირა გავატარე. ეს ქალაქი ყოველთვის მეყვარება და აქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით დავბრუნდები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ სასტუმროს მომსახურე პერსონალს, რომელშიც ვიმყოფებოდი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იყო მათ შორის, სადაც მიცხოვრია”, - დაწერა აზარენკამ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე.