ჩვენი მრავლისმნახველი პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ქალმა, ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ, ერთობ საინტერესო მუსიკალურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა.
ვიქტორიას ბოიფრენდმა, ამერიკელმა სტეფან გორდმა შეყვარებულს მხურვალედ სთხოვა, (ყოველ შემთხვევაში რამდენად მხურვალედაც შეეძლო...) რომ მის მუსიკალურ კლიპში მიეღო მონაწილეობა. აზარენკამაც გაითვალისწინა გორდის თხოვნა და კლიპში თვითმფრინავის სცენაში სტიუარდესა განასახიერა. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი პატივისცემა სტეფანის მიმართ.