მსოფლიო რეიტინგის მე-3 ჩოგანი ვიქტორია აზარენკა განაგრძობს წარმატებულ სვლას როლან გაროსზე. 23 წლის ბელარუსმა ტურნირის მესამე წრეში, უაღესად დაძაბულ ბრძოლაში დაამრცხა კორტების მასპინძელი ალიზ კორნე - 4:6, 6:3, 6:1 და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრა 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ვიკამ 9 ბრეიკი შეასრულა და 41 ვინერსი გამოიმუშავა, მისმა მეტოქემ კი 3 ეისი ჩააწოდა, 28 ვინერსი მიითვალა და 32 უნებლიე შეცდომაც დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა ბელარუსის სასარგებლოდ.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აზარენკამ განაცხადა: "ნამდვილად არ გამკვირვებია კორნეს ასეთი აქტიური თამაში. იგი ნებისმიერი მეტოქისთვის უსიამოვნო მოწინააღმდეგეა და იოლად არასდროს არაფერს თმობს. დღევანდელ მატჩში მის მიერ ნაჩვენები ჩოგბურთი კიდევ ერთხელ ამტიკიცებს მის მაღალ სათამაშო კლასს".
საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურისათვის ვიქტორია ვეტერან იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს დაუპირისპირდება.