თამაშგარე

12:38 | 11.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკა ლუკაშენკომ დაარიგა

22 წლის ბელარუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ, რომელიც WTA-ს რეიტინგის სათავეში დაბრუნდა, ბელარუსის პრეზიდენტს ალექსადრ ლუკაშენკოს საკუთარი ჩოგანი უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ აზარენკამ უიმბლდონის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ სერენა უილიამსთან დამარცხდა. თუმცა ხსენებული ტურნირის ნახევარფინალში გასვლა საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ვიქტორიას რუსი მარია შარაპოვასთვის რეიტინგში პირველი ადგილი წაერთმია.
ამასთან, აზარენკა ლონდონის ოლიპიურ თამაშებზე ბელარუსის ნაკრების წევრი და ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება, ამიტომ მან დარიგება თავად პრეზიდენტისგან მიიღო.
“მთავარია, პირველი სეტი არ დათმო და ძლიერი დარტყმების მიღება ისწავლო”, - ურჩია ლუკაშენკომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, “სამშობლოს” მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვებისას სპორტული მიღწევებისთვის.
“მხოლოდ მოგებაა შესაძლებელი. მთავარი მონაწილეობა კი არა, მოგებაა. ეს ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებაა ბელარუსი ხალხის სახელით”, - დაამატა ლუკაშენკომ საზეიმო ცერემონიალზე.
აქვე გეტყვით, რომ ბელარუს სპორტსმენებს 25 მედლის მოპოვება ევალებათ, მათ შორის 5 ოქროსი.
 

0.142959