სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

12:08 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზალაძე პირველობას ინარჩუნებს

საქართველოს თასის გათამაშებას 7 ტურის თავზე შოთა აზალაძე (2482) ლიდერობს, რომელმაც სოფიო გვეტაძეს (2319) სძლია და თავი 6.0 ქულას მოუყარა.

აზალაძეს ნახევარი ქულით ნინო ხურციძე (2452) და ზურაბ ჯავახაძე (2451) ჩამორჩებიან. ჯავახაძემ კონსტანტინე შანავას (2578) მოუგო, ხოლო ხურციძემ ირაკლი ბერაძე (2379) დაამარცხა.

ბოლოსწინა მე-8 ტურში აზალაძე ჯავახაძეს ეთამაშება, ხოლო ხურციძე – ივერი ჭიღლაძეს (2369).

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს.  პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118956