კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა ყრილობა არალეგიტიმურად სცნო და დარბაზი დატოვა. მან ყრილობის დატოვებისკენ დელეგატებსაც მოუწოდა. დარბაზი ხუთმა დელეგატმა დატოვა.
ყრილობაზე დარჩა პრეზიდენტობის 3 კანდიდატი: ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე და კახა შენგელია.