მიმდინარე წლის 14-დან 26 ოქტომბრამდე ყაზახეთის ძველ დედაქალაქ ალმატიში, კერძოდ კი, ბალუან შოლაკის სახელობის სპორტის სასახლეში კრივში მსოფლიოს ჩემპიონატი გახლავთ დაგეგმილი, რომელიც ახალი წესებით უნდა წარიმართოს. მოსალოდნელია, რომ სპორტსმენები დამცავი შლემების გარეშე იასპარეზებენ, რაც სამოყვარულო კრივისთვის ნამდვილად სიახლეა.
წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე 114 ქვეყნიდან 600-მდე მოკრივეს ვიხილავთ, რომელთა შორის საქართველოს 8 წარმომადგენელიც იქნება. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა ალმატიში წასაყვანად შემდეგი მოკრივეები შეარჩია:
სევერიან ჭილაძე (