ფიდე-ს მიერ განახლებულ რეიტინგში, ქალთა შორის ლიდერის პოზიციას უნგრელი იუდიტ პოლგარი ინარჩუნებს, ქართველთაგან კი ათეულში მხოლოდ ნანა ძაგნიძე ფიგურირებს. თუმცა, ათეულთან ახლოსაა ბელა ხოტენაშვილიც. მას მე-12 პოზიცია უკავია.
1. იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2685), 2. იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2629), 3. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2613), 4. ანა მუზიჩუკი (
ქართველთაგან ასეულში არიან: 12. ბელა ხოტენაშვილი (2518), 27. ლელა ჯავახიშვილი (2474), 34. ნინო ხურციძე (2460). 38. სალომე მელია (2454), 59. ნინო ბაციაშვილი (2417), 64. მერი არაბიძე (2406), 73. სოფიკო გურამიშვილი (2396), 88. თამარ წერეთელი (2375), 89. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 93. მაია ლომინეიშვილი (2366).
ვაჟთა კლასიფიკაციის სათავეში სოლიდური სხვაობით ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი იმყოფება. პირველ ასეულში ერთადერთი ქართველია – დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2713), რომელსაც 45-ე ადგილი უკავია.
მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2881), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2815), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2792), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2791), ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი, 2785),
იუნიორ გოგონათა რეიტინგში მე-6 საფეხურზე გახლავთ მერი არაბიძე (2406). მის გარდა ასეულში არიან: 32. მარიამ დანელია (2237) და 99. ნატო იმნაძე (2113).