ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. 2014 წლის პირველი ცხრილი თითქმის იგივეა, რაც 2013-ის დასკვნითი რეიტინგი. მხოლოდ თითოოროლა უმნიშვნელო ცვლილება მოხდა, რადგან ახალი სეზონი ჯერ არ გახსნილა.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ცვლილება მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილს და ზვიად გოგოჭურს შეეხოთ, რომლებმაც მათ წინ მდგომი სპორტსმენების მიერ დაკარგული ქულებით ისარგებლეს და ორ-ორი პოზიციით დაწინაურდნენ. ტატალაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-20 ადგილზეა. გოგოჭური კი 90 კილოგრამში მე-18 პოზიციას იკავებს.
ქართველთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ ავთანდილ ჭრიკიშვილს აქვს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი 81 კილოგრამს სათავეში უდგას. ამასთან, კონკურენტებს გვარიანი უპირატესობით უსწრებს. ამავე წონაში საუკეთესო ათეულში ლევან წიკლაურიცაა, მე-8 ადგილზე.
ვარლამ ლიპარტელიანი 90 კილოგრამში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერს, კუბელ ეშლი გონზალესს მხოლოდ 68 ქულით ჩამორჩება. ასევე მეორეა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი. მის ანგარიშზე 1896 ქულაა. წონის ლიდერს, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს კი 2978 ქულა აქვს.
ათეულში არიან ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ. მე-3 ადგილი) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ. მე-6 ადგილი). 73 კილოგრამში ზებედა რეხვიაშვილი მე-12 საფეხურზეა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი კვლავ 100 კილოგრამშია, სადაც ქართველთაგან ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ლევან ჟორჟოლიანს აქვს. იგი 41-ე საფეხურს იკავებს.
ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ყველა ქართველის პირად რეიტინგს გაეცნობით.
60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 2978
2 ამირან პაპინაშვილი 1896
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1882
4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1460
5 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1450
30 ბეთქილ შუკვანი 422
71 პაატა მერებაშვილი 158
117 გიორგი მესაბლიშვილი 60
117 ლუხუმ ჩხვიმიანი 60
161 ვაჟა მარგველაშვილი 26
246 გიორგი ბროლაშვილი 2
246 ლერი ჭელიძე 2
66 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ) 1830
2 დავიდ ლაროში (საფრანგეთი) 1452
3 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია) 1348
4 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) 1340
5 მასაში ებინუმა (იაპონია) 1320
6 ლაშა შავდათუაშვილი 1042
32 შალვა ქარდავა 402
41 ტრისტან ფეიქრიშვილი 302
102 თორნიკე თათარაშვილი 82
152 სანდრო იაკობაშვილი 38
154 ვაჟა მარგველაშვილი 36
219 ვანიკო თოთლაძე 12
241 დავით ასუმბანი 8
284 გიორგი ქალდანი 2
73 კგ
1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლ) 1991
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1659
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლ) 1374
4 შოჰეი ონო (იაპონია) 1372
5 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1344
12 ზებედა რეხვიაშვილი 854
20 ნუგზარ ტატალაშვილი 622
146 არსენ მაჭარაშვილი 48
157 ამბაკო ავალიანი 44
162 ზურაბ ნოზაძე 38
223 გიორგი პაპუნაშვილი 14
308 ფრიდონ გიგანი 2
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 2192
2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი) 1784
3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1498
4 იახიო იმამოვი (უზბეკეთი) 1104
5 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 1080
8 ლევან წიკლაური (რუსეთი) 1022
122 უშანგი მარგიანი 60
122 ბექა ღვინიაშვილი 60
153 ლაშა ზურაბიანი 42
196 პაატა ღვინიაშვილი 20
212 იასონ ჩილინდრიშვილი 14
264 დავით კარბელაშვილი 6
90 კგ
1 ეშლი გონზალესი (კუბა) 2554
2 ვარლამ ლიპარტელიანი 2486
3 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1756
4 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1642
5 გრიგორი სულემინი (რუსეთი) 1126
18 ზვიად გოგოჭური 512
145 ლაშა ტაველური 40
154 ბექა ღვინიაშვილი 34
158 ზურაბ ზვიადაური 32
226 ლაშა გურული 6
246 პაატა ღვინიაშვილი 2
100 კგ
1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 2376
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2018
3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1610
4 სირილ მარე (საფრანგეთი) 1365
5 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი) 1234
41 ლევან ჟორჟოლიანი 286
58 ირაკლი ცირეკიძე 164
60 დავით ლორიაშვილი 158
75 ალექსანდრე მსხალაძე 108
91 ნოდარ მეტრეველი 82
105 ლაშა გურული 62
109 ბექა ბერძენიშვილი 60
109 ვარლამ ლიპარტელიანი 60
158 ირაკლი ქობლიანიძე 20
172 გიორგი ნოზაძე 16
209 გურამ თუშიშვილი 2
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2300
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2230
3 ადამ ოქრუაშვილი 1742
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1526
5 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 1350
29 ლევან მატიაშვილი 346
60 ნოდარ მეტრეველი 160
76 გიორგი ზაქარიაძე 102
82 ზვიად ხანჯალიაშვილი 98
90 ონისე ბუღაძე 78
163 ლაშა გუჯეჯიანი 8
174 როსტომ ხახალეიშვილი 2