ჩოგბურთი

18:51 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი მწვრთნელითა და სადევისთასო იმედით

მსოფლიო რეიტინგის  მეხუთე ნომერმა დავიდ ფერერმა პირად მწვრთნელ ხოსე ალტურთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის თაობაზე ცნობას Marca ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი სპეციალისტი გახდება 32 წლის ესპანელის დამრიგებელი.

ამასობაში ფერერი ესპანეთის ნაკრების დევისის თასის მსოფლიო ჯგუფში ვერგასვლას გამოეხმაურა: “ამ ამბავს ყველანი ძალიან განვიცდით. ესპანელებს მაღალი დონის ბევრი ჩოგბურთელი გვყავს, ამიტომაც ელიტურ ჯგუფში მომდევნო სეზონში აუცილებლად დავბრუნდებით”, - აცხადებს ფერერი.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში ესპანეთი ბრაზილიასთან 1:3 დამარცხდა.

0.112972