ფეხბურთი

20:39 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი მწვრთნელი სეზონის სტარტის მოგების გარანტიაა

ესპანურ ფეხბურთში არსებობს გამონათქვამი: "ახალი მწვრთნელი გამარჯვების მომტანია". რასაკვირველია, ეს თეორია კატალონიის "ბარსელონას" ახალ თავკაცს, ხერარდო მარტინოსაც ეხება. "ტატა", როგორც მას ეძახიან, სეზონის სტარტს ახალი მწვრთნელის რანგში დაიწყებს. მისი წინამორბედი 8 მწვრთნელიდან 6-მა სეზონის პირველ მატჩში გაიმარჯვა.

ახალი მწვრთნელი, რომელიც სადებიუტო მატჩში დამარცხდა და რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, პეპ გვარდიოლა იყო. 2008 წელს, "ბარსა" სორიაში, ადგილობრივ “ნუმანსიასთან” 0:1 დამარცხდა. წინა წლის ახალმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ კი პირველ მატჩში, "კამპ ნოუზე" "რეალ სოსიედადი" 5:1 გაანადგურა.

ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი "ბარსელონას" 5 წელიწადი წვრთნიდა. მისი პირველი ოფიციალური მატჩი ბილბაოში შედგა. კატალონიელებმა "ატლეტიკს" ფილიპ კოკუს ერთადერთი გოლის წყალობით  სძლიეს (2003/04). რაიკაარდის თანამემამულე ლუის ვან გაალმა “ბარსელონაში” მეორედ დაბრუნება ფრით აღნიშნა (2002/03). მისმა გუნდმა "კამპ ნოუზე" მადრიდის "ატლეტიკოს" ვერ მოუგო (2:2). რაც შეეხება ესპანელ ლიორენს სერა ფერერს, მან ერთი წელიწადი გაატარა კლუბში, რომელმაც პირველ შეხვედრაში "მალაგა" 2:1 დაამარცხა (2000/01).

"ბარსელონაში" ლუის ვან გაალის პირველი ერა წარმატებული გამოდგა. ჰოლანდიელის გუნდმა პირველ მატჩში "რეალ სოსიედადს" 3:0 მოუგო (1997/98). ერთი წლით ადრე, ბობი რობსონმაც ჩინებულად დაიწყო, მისმა გუნდმა გასვლაზე "ოვიედო" 4:2 დაამარცხა. რაც შეეხება ლეგენდარულ იოჰან კუიფს, ჰოლანდიელი "ბარსელონას" 25-წლიანი პაუზის შემდეგ, მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. კრუიფის "ბარსამ" 1988 წელს, კატალონიურ დერბიში "ესპანიოლს" მოუგო - 2:0.

კატალონიის "ბარსელონა" პრიმერა დივიზიონის პირველ მატჩს, 18 აგვისტოს, "ლევანტეს" წინააღმდეგ ჩაატარებს. ვნახოთ, ჩაიწერება თუ არა ტატა მარტინო წარმატებულ მწვრთნელთა სიაში.

 

გიორგი ბალახაძე 

0.115664