ფეხბურთი

16:44 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი “ფურია როხა” ფრანგებს შეეჭიდება

დღეს ბევრი ამხანაგური მატჩი შედგება, საიდანაც განსაკუთრებულ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევს. საფრანგეთის ნაკრები შინ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელშიც ნამდვილი რევოლუცია მოხდა და სულ სხვა ნაკრებია, ვიდრე ორი თვის წინ. 

 ძალიან საინტერესო იქნება იტალიისა და ჰოლანდიის ჯახი, ურიგო მატჩი არ იქნება ბელგიელებისა და ავსტრალიელების დაპირისპირებაც.

საფრანგეთი – ესპანეთი

დასაწყისი: 4 სექტემბერი, 23:00 სთ.
ადგილი: პარიზი, “სტად დე ფრანსი”

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ, დიდიე დეშამს ბევრი ცვლილება არ განუხორციელებია – სტივ მანდანდა, ჟერემი მატიე და ალექსანდრ ლაკაზეტი, მხოლოდ ეს სამი ფეხბურთელი შეუერთდა მუნდიალზე მოასპარეზე გუნდს. აქედან, მატიე მოგვიანებით კოშელნის ტრავმის გამო შეუერთდა ნაკრებს.

ესპანეთის ნაკრების რევოლუციას, ცალკე სტატია მივუძღვენით, თუმცა შეგახსენებთ, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს 9 ახალწვეული ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი: ლორისი, დებუში, ვარანე, სახო, ევრა, მატუიდი, პოგბა, კაბაიე, ვალბუენა, გრიზმანი, ბენზემა.
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ესპანეთი: კასილასი, ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ფაბრეგასი, სილვა, კასორლა, კოშტა.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე


იტალია - ჰოლანდია

დასაწყისი: 4 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ბარი, “სტადიო კომუნალე სან ნიკოლა”

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში. მუნდიალზე მოასპარეზე ფეხბურთელთაგან კონტემ არ იხმო: მარიო ბალოტელი, ალესიო ჩერჩი, ლორენსო ინსინიე და ანტიონიო კასანო, ხოლო ანდრეა პირლოს, გაბრიელ პალეტასა და რიკარდო მონტოლივოს ტრავმები აწუხებთ.

გამოძახებულთა შორის არ არიან ფაბიო კუარიალელა, სიმონე ზაზა, სებასტიან ჯოვინკო, სტეფან ელ შაარავი, ემანუელ ჯაკერინი, ალესანდრო ფლორენსი, ანდრეა პოლი, დავიდე ასტორი, ანდრეა რანოკია, ანჯელო ოგბონა და დანიელე პადელი. როგორც ხედავთ, “სკუადრა აძურას” შემადგენლობა ძალიან შეცვლილია.

იტალიის მსგავსად, ახალი თავკაცი ჰყავს ჰოლანდიასაც – გუს ჰიდინკი, რომელმაც კოლეგის საპირისპიროდ ძალიან ცოტა რამ შეცვალა შემადგენლობაში. გამოცდილმა სპეცილისტმა “ნარინჯისფრებში” გრეგორი ვან დერ ვილი, იერუნ ზოეტი და ერიკ პიტერსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი გამოიძახა, ხოლო უარი ჯონათან დე გუზმანსა და ტერენს კონგოლოზე თქვა.

თუმცა, რიგი პრობლემების გამო, ჰიდინკს ცვლილებების გაკეთება მოუწია. არიენ რობენს, კლას-იან ჰუნტელაარსა და რაფაელ ვან დერ ვაარტს ტრავმები აქვთ. ამის გამო, ჰიდინკმა პსვ-ს ფორვარდს ნარსინგს უხმო ნაკრებში.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია: ბუფონი, ბონუჩი, რანოკია, კიელინი, დარმიანი, მარკიზიო, დე როსი, ვერატი, პასკუალი, კანდრევა, იმობილე.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ჰოლანდია: სილესენი, ჯანმაატი, დე ვრეი, ინდი, პიტერსი, ბლინდი, ფერი, კუიტი, სნეიდერი, დეპაი, ვან პერსი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ბელგია – ავსტრალია

დასაწყისი: 4 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ლიეჟი, “სტად მაურის დუფრასნი”

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ლომბერტსი, ვერტონგენი, ვიტსელი, დემბელე, მირალაში, დე ბრუინი, აზარი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

ავსტრალია: რაიანი, ვაითი, სეინსბერი, ვილკინსონი, დევიდსონი, ჰერდი, იედინაკი, ლეკი, კეჰილი, ოარი, კრუსე.
მწვრთნელი: ანჟე პოსტეცოგლუ


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.114848