ჭიდაობა

19:36 | 24.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა თავისუფლებმა ოთხი სამეული შეავსეს

სპორტკომპლექს “არენაში” თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. დარჩენილ ოთხ წონაში კი, სამეულები ტურნირის მეორე დღეს – 25 თებერვალს შეივსება.

პირველი დღე ყველაზე შედეგიანი გორის გუნდისთვის გამოდგა. ამ ქალაქის წარმომადგენლებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ) და ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) ავიდნენ. ახალგაზრდული ნაკრების გამოცდილ წევრ ომარ გუსოშვილს (96 კგ) კი ჩემპიონობა ონელმა გიორგი მეშვილდიშვილმა არ დაანება. 60 კილოგრამის ფინალში ხაშურელმა ლევან ქელეხსაშვილმა თბილისელ ლაშა ბითარაშვილს სძლია.
 
თავისუფალი ჭიდაობა
ახალგაზრდები
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
24 თებერვალი
 
50 კგ
1 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2 რამაზ დარჩიძე (აჭარა)
3 რამაზ ზოიძე (აჭარა)
3 არჩილ ბეუქლიშვილი (ყვარელი)
 
60 კგ
1 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
2 ლაშა ბითარაშვილი (თბილისი)
3 აკაკი მოწონელიძე (ხაშური)
3 გიორგი რევაზიშვილი (თბილისი)
 
74 კგ
1 ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)
2 კახა თავაძე (სამტრედია)
3 ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი)
3 ზვიად მეკეიძე (აჭარა)
 
96 კგ
1 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)
2 ომარ გუსოშვილი (გორი)
3 ზურაბ ახობაძე (სამტრედია)
3 გიორგი კაკაურიძე (ხონი)
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
 
0.179765