ჭიდაობა

15:15 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა სამბისტები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

საქართველოს ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრები გუნდები 9 აპრილს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გასამართ ევროპის პირველობაზე მიემგზავრებიან.

ევროპის პირველობაზე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული სამბისტებით დაკომპლექტებული გუნდებით წავლენ. ჭაბუკთა შორის ჩემპიონობისთვის ათ კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, ახალგაზრდებში კი პირველობა ცხრა წონით კატეგორიაში გაიმართება.

8 აპრილს სამბისტთა სავარჯიშო დარბაზში ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრებების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელსაც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ – სოსო ლიპარტელიანთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. ევროპის პირველობა ლიმასლოში 11-15 აპრილს ჩატარდება.

 

ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობა

48 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)

52 კგ. იოსებ მელაძე (მცხეთა-მთიანეთი)

56 კგ. სოლომონ თედიაშვილი (კახეთი)

60 კგ. თორნიკე ჭოველიძე (სამაჩაბლო)

65 კგ. გიორგი გუგულაშვილი (თბილისი)

70 კგ. გიგა ნოზაძე (შიდა ქართლი)

75 კგ. აპოლონ ზურაბიანი (სამეგრელო ზემო სვანეთი)

81 კგ. ირაკლი გოგია (სამეგრელო ზემო სვანეთი)

87 კგ. ჯონი ჭითანავა (სამეგრელო ზემო-სვანეთი)

+87 კგ. ჯემალ დაბრუნდაშვილი (შიდა ქართლი)

მთ. მწვრთნელი: მირიან პავლიაშვილი

 

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

52 კგ. ლერი ბედინაძე (აჭარა)

57 კგ. თორნიკე მუზაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)

62 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი (სამეგრელო ზემო სვანეთი)

68 კგ. ბექა ტუღუში (სამეგრელო ზემო სვანეთი)

74 კგ. მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი)

82 კგ. უშანგი მარგიანი (იმერეთი)

90 კგ. ილია მანველიშვილი (კახეთი)

100 კგ. თორნიკე ოთინაშვილი (სამაჩაბლო)

+100 კგ. გუგა კიბორძალიძე (იმერეთი)

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ცინცაძე

www.msy.gov.ge

0.112572