სპორტკომპლექს “არენაში” ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 26 იანვარს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულ სპორტსმენთაგან ორი: ირაკლი შავაძე და ლაშა გობაძე ჩემპიონატში აჭარის გუნდის სახელით გამოვიდა. თითო ოქროს კი სენაკისა და თბილისის გუნდები დაეუფლნენ. სენაკელებს ტიტული ხვიჩა ჭითავამ მოუპოვა, ხოლო დედაქალაქელებს – კუკური კირცხალიამ.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გადანაწილდება. გუშინ კი სამეულები ასე შეივსო:
50 კგ
1 ირაკლი შავაძე (აჭარა)
2 დავით სანიკიანი (ქუთაისი)
3 დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
3 კახა ირემაძე (აჭარა)
60 კგ
1 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
2 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3 ლაშა მარიამიძე (თბილისი)
3 მურად მიქელაძე (აჭარა)
74 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 ტარიელ კეკელიძე (აჭარა)
3 დავით კუჭაშვილი (ოზურგეთი)
3 ზეზვა აბრამიშვილი (გარდაბანი)
96 კგ
1 კუკური კირცხალია (თბილისი)
2 ბექა კანდელაკი (თბილისი)
3 ლაშა შალიკაშვილი (თბილისი)
3 ნუკრი ფერსელიძე (აჭარა)
ოთარ მაღლაკელიძე