ჭიდაობა

21:59 | 26.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა კლასიკოსებმა ბაკურიანის განაცხადი შეავსეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა, შიდა კონკურენციის ახალი ლიდერები რვავე წონით კატეგორიაში გამოავლინეს. სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარებული ტურნირის მეორე დღეს, 26 იანვარს, მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდა.
55 კილოგრამში შეჯიბრება წაუგებლად აჭარელმა რამაზ სურმანიძემ ჩაამთავრა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან ზესტაფონელ აბესალომ ქათამაძეს მოუგო. ბრინჯაოს პრიზიორები კი ნიკა ცეცხლაძე და ედნარ შავაძე გახდნენ. ცნობისთვის, ცეცხლაძე და შავაძე ჭაბუკთა შორის 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის პრიზიორები არიან.
66 კილოგრამში, უმთავრესი ფავორიტი ფირუზ წულუკიძე იყო. ჭაბუკებში ევროპის შარშანწინდელმა ჩემპიონმა (63 კგ), თავისი შესაძლებლობა ახლახან უფროსებშიც დაამტკიცა – საქართველოს პირველობაზე ეფექტური გამარჯვებების შემდეგ, მხოლოდ ფინალში წააგო თავისზე ბევრად გამოცდილ ირაკლი ჭოჭუასთან და ვერცხლს დაეუფლა. თავის ასაკობრივ ჯგუფში კი, ყველა მეტოქეს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
შარშანდელი ფინალი განმეორდა 84 კილოგრამში, ოღონდ, თუ მაშინ რობერტ ქობლიაშვილმა დავით ჩაკვეტაძეს სძლია, ამჯერად ჩაკვეტაძემ აიღო რევანში. მძიმე წონაში კი, ჩემპიონი თბილისელი ლევან არაბული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ჭაბუკ მძიმეწონოსანს (100 კგ), მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალისტს, ზურაბ გედეხაურს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს კი, შარშანდელის მსგავსად, გიორგი ხაბაშვილი და მუხრან ჭანტურიძე დაეუფლნენ.
8 თებერვალს, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ადეიშვილი საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით დაკომპლექტებულ შემადგენლობას ბაკურიანულ შეკრებაზე იახლებს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
თბილისი. 26 იანვარი

55 კგ

1 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
2 აბესალომ ქათამაძე (ზესტაფონი)
3 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
3 ედნარ შავაძე (აჭარა)

66 კგ
1 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
2 გიორგი დავითაია (სენაკი)
3 თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3 თენგიზ ფარცვანია (სენაკი)

84 კგ
1 დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი)
2 რობერტ ქობლიაშვილი (ნორიო)
3 ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო)
3 ლაშა შალიკაშვილი (თბილისი)

120 კგ
1 ლევან არაბული (თბილისი)
2 ზურაბ გედეხაური (გარდაბანი)
3 გიორგი ხაბაშვილი (რუსთავი)
3 მუხრან ჭანტურიძე (აჭარა)
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.150303