ჭიდაობა

14:21 | 18.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტებს წარმატება აეროპორტში მიულოცეს

საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები ლატვიის დედაქალაქ რიგიდან სოლიდური მონაგარით დაბრუნდნენ. 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მომპოვებელ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივართან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - დავით ნამგალაური და გიორგი გალდავა დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.
ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90 კგ) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), თორნიკე თათარაშვილი (62 კგ) და ლაშა ზურაბიანი (82 კგ) დაეუფლნენ.
ჭაბუკებში 3 ოქრო მოიპოვეს მიხეილ მეზურნიშვილმა (70 კგ), გიორგი ბიწაძემ (75 კგ) და ალექსანდრე მილდიანმა (87 კგ). 1 ვერცხლს ბექა ტუღუში (65 კგ) დაეუფლა, 2 ბრინჯაო კი აბესალომ ვაშაყმაძეს (52 კგ) და გაგა ჯიხვაძეს (+ 87 კგ) ხვდათ წილად. აღსანიშნავია გოგონათა შორის შორენა შარაძის (64 კგ) ბრინჯაოს მედალი.

 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
0.175989