სპორტკომპლექსი „არენა" ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, 25 იანვარს, ჩემპიონ-პრიზორები ოთხ წონით კატეგორიაში - 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდნენ.
უმსუბუქეს წონაში ქუთაისელმა დავით სანიკიანმა საქართველოს შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ოქროში გადაცვალა. გადამწყვეტ შეხვედრაში, მან აჭარის გუნდის სახელით მოჭიდავე გიზო მელაძეს აჯობა.
სანიკიანის მსგავსად, ლაშა გობაძე (74 კგ) და იაკობ ქაჯაიაც (96 კგ) შარშანდელი შიდა პირველობის მესამეადგილოსნები არიან და ამჯერად, მათაც წაუგებლად ჩაამთავრეს შეჯიბრება. ჭაბუკთა 60 კილოგრამში კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აჭარელი ამირან შავაძე ავიდა.
26 იანვარს მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდება.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
25 იანვარი
50 კგ
1 დავით სანიკიანი (ქუთაისი)
2 გიზო მელაძე (აჭარა)
3 ირაკლი შავაძე (აჭარა)
3 ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)
60 კგ
1 ამირან შავაძე (აჭარა)
2 სულხან ნიკოლიშვილი (ნორიო)
3 ხვიჩა ჭითანავა (სენაკი)
3 თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი)
74 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3 რობერტ რასოიანი (თბილისი)
3 ზეზვა აბრამიშვილი (ნორიო)
96 კგ
1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2 ბექა ქურცაძე (ქუთაისი)
3 ბექა კანდელაკი (თბილისი)
3 კუკური კირცხალია (თბილისი)
ოთარ მაღლაკელიძე