სპორტკომპლექს “არენაში” დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს – 27 იანვარს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ორში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აჭარის გუნდის წევრები ავიდნენ. თითო ოქრო კი გარდაბნისა და თბილისის სახელით მოჭიდავე ახალგაზრდებს ერგოთ.
55 კილოგრამში ყველას ედნარ შავაძემ აჯობა, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვის წინ უფროსებს შორის ჩატარებულ საქართველოს პირველობაზეც ყველას აჯობა. ფინალში მან ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონ რამაზ ზოიძეს მოუგო. “არენას” ხალიჩაზე უფროსებს შორის საქართველოს კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი რობერტ ქობლიაშვილიც (84 კგ) გავიდა და მანაც მორიგი ოქროთი გაიხარა.
66 კილოგრამი წონითი კატეგორიის შიდა კონკურენციაში ყველას ფირუზ წულუკიძემ აჯობა, რომელიც გასულ სეზონზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ერთი წონითი კატეგორიით დაბლა – 60 კილოგრამში გამოდიოდა და ევროპის ჩემპიონატის სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. 96-ში კი ოქროს მედალს ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი ქაჯაია დაეუფლა.
წლეულს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ევროპირველობას ივლისის დასაწყისში მაკედონია უმასპინძლებს, მსოფლიოს ჩემპიონატი კი აგვისტოს შუა რიცხვებში, ბულგარეთში გაიმართება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
26 იანვარი
50 კგ
1 ირაკლი შავაძე (აჭარა)
2 დავით სანიკიანი (ქუთაისი)
3 დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
3 კახა ირემაძე (აჭარა)
60 კგ
1 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
2 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3 ლაშა მარიამიძე (თბილისი)
3 მურად მიქელაძე (აჭარა)
74 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 ტარიელ კეკელიძე (აჭარა)
3 დავით კუჭაშვილი (ოზურგეთი)
3 ზეზვა აბრამიშვილი (გარდაბანი)
96 კგ
1 კუკური კირცხალია (სენაკი)
2 ბექა კანდელაკი (თბილისი)
3 ლაშა შალიკაშვილი (თბილისი)
3 ნუკრი ფერსელიძე (აჭარა)
27 იანვარი
55 კგ
1 ედნარ შავაძე (აჭარა)
2 რამაზ ზოიძე (აჭარა)
3 ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)
3 ირაკლი ქადაგიშვილი (თბილისი)
66 კგ
1 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
2 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
3 ამირან შავაძე (აჭარა)
3 ლაშა ებილაშვილი (გარდაბანი).
84 კგ
1 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)
2 ლევან ყუფარაშვილი (გარდაბანი)
3 აკაკი კანდელაკი (თბილისი)
3 ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო)
120 კგ
1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2 ზურაბ გედეხაური (გარდაბანი)
3 ზურაბ პატარიძე (ქუთაისი)
3 გიორგი გულბიანი (ქუთაისი)
ოთარ მაღლაკელიძე