ჭიდაობა

18:04 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები 4 მედლისთვის იჭიდავებენ

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოთხი წონითი კატეგორიის მედლების გათამაშებით დასრულდება. თბილისის დროით 20 საათიდან, ჩემპიონ-პრიზიორები 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ.

ხალიჩაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ოთხი წევრიც გავიდა და ოთხივემ ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ბექა კანდელაკი (120 კგ) ევროპირველობის ფინალშია, გიზო მელაძე (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და ლაშა გობაძე (84 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

კანდელაკი გადამწყვეტ ბრძოლაში ლიტველ მანტას კნისტაუტასს დაუპირისპირდება. მელაძე სლოვაკ ზოლტან ლევაის შეხვდება, ბოლქვაძე – მოლდოველ დანიელ კატარაგას, ხოლო გობაძე – შვედ ზაკარიას ბერგს.

0.123842