თამაშგარე

15:59 | 17.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახალ ზელანდიაში მორაგბეთა “შიშველი მატჩი” გაიმართა

ახალზელანდიური დანიდინის გარეუბანში, პარკ ლოგანში, მორაგბეთა ყოველწლიური “შიშველი მატჩი” გაიმართა. შარშან შიშველი ახალზელანდიელი მამაკაცების გუნდი Nude Blacks-ი, ჩაცმულ ესპანელ ქალბატონებთან დამარცხდა. წლეულს კი, იმავე გუნდმა სამხრეთ აფრიკის Springbox-ს – 30:20 მოუგო.
გასული წლებისგან განსხვავებით, მოედანზე არცერთი შიშველი გოგონა არ ყოფილა. თუმცა, ჩაცმული სუსტი სქესის წარმომადგენლები მორაგბეებს აქტიურად ქომაგობდნენ. უჩვეულო მატჩს ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს, რომლებიც სპორტსმენებისგან განსხვავებით თბილად იყვნენ შემოსილები, რადგან დანიდინში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 13 გრადუსს შეადგენდა.
“შიშველი რაგბით” დანიდინის ყველა მოსახლე როდია აღფრთოვანებული. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ასეთ უცნაურ გართობას არ ეწინააღმდეგება.
ქვემოთ მოცემულ მისამართზე შეგიძლიათ ნახსენები მატჩის ფრაგმენტები იხილოთ:

 

http://www.youtube.com/watch?v=o-qSTxL8T0A
 

0.14808