როგორც იცით, 21 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველ ავთო ებრალიძეს, "ჟილ ვისენტეს" მწვრთნელმა სასტარტოში ანდო ადგილი. ეს, პორტუგალიის გასულ ტურში, როცა "ჟილ ვისენტემ" შინ 1:1 ითამაშა "ოლიალენსესთან". ებრალიძე 70-ე წუთზე შეცვალეს.
"სამწუხაროა, როცა იგებ და ბოლო წუთზე უშვებ გოლს. ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანი და სასიხარულო იქნებოდა. ველოდებით შემდეგ მატჩს, რომელიც "მორეირესთან" გვექნება ლიგის თასზე. "ოლიალენსესთან" კიდევ შეგვეძლო გოლების გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ბოლოს გუნდი მოეშვა და მოგება ხელიდან გაუშვა", – თქვა ებრალიძემ.
და რაც შეეხება თავისი თამაშის შეფასებას:
"დებიუტით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფრემ გული დამწყვიტა. მთელმა გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და დიდი სამუშაო შეასრულა".