ფეხბურთი

22:48 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძე: “ეს დიდი ნახტომია კარიერაში”

 

21 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ პორტუგალიურ “ჟილ ვისენტეს” საიტთან ასეთი კომენტარი გააკეთა: “ეს ოცნებაა. უკვე დიდი ნახტომია კარიერაში. “ჟილ ვისენტე” ძლიერი კლუბია და ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა ძირითადში ადგილი მოვიპოვო და გუნდს დავეხმარო”.

ებრალიძე რამდენიმე დღის წინათ პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის “ოლივერენსედან” გადავიდა პრიმეირა ლიგის (უმაღლესი) “ჟილ ვისენტეში”, რომელსაც მიმდინარე სეზონის სამ მატჩში 6 ქულა აქვს აღებული.

თბილისის “დინამო”, “ესპერანსა დე ლაგუში”, “ხეტაფე” – ამ გუნდების აკადემიებში იყო ებრალიძე. 2011 წელს პორტუგალიურ “ევორაში” გადავიდა, საიდანაც შარშან “ოლივერენსეში” მოხვდა და 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან ეს სეზონიც “ოლივერენსეში” დაიწყო, თუმცა “ჟილ ვისენტემ” გადაიყვანა.

“ჟილ ვისენტეში” სხვადასხვა დროს უთამაშიათ უგო ვიანას, პეტიტს, იაკუბუ აიეგბენს, ლიუბინკო დრულოვიჩსა და სხვებს. “ჟილ ვისენტე” უტიტულო კლუბია, თუმცა ახალგაზრდებისთვის მშვენიერი ტრამპლინია.

 

ვიდეო: ებრალიძის გოლი “ბენფიკას” დუბლებთან. 1:10-დან

http://www.youtube.com/watch?v=TYs6kt-ovjI

 

 

 

0.116644