ფეხბურთი

1:10 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიული შეკრების მეოთხე სპარინგ-მეტოქე – “კრასნოდარი”

თბილისის “დინამო” ავსტრიული შეკრების ბოლო, რიგით მეოთხე სპარინგს დღეს რუსული პრემიერლიგის წარმომადგენელთან –  საფეხბურთო კლუბ “კრასნოდართან” გამართავს. შეხვედრა ბიშჰოფენის სპორტულ მოედანზე, რომელიც 1500 მაყურებელს იტევს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა “დინამოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.

კრასნოდარის საფეხბურთო კლუბი ოფიციალურად 2008 წლის 22 თებერვალს დაარსდა. კლუბის მაისური ძირითადად შავ-თეთრ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. გუნდი საშინაო შეხვედრებს სტადიონ ყუბანზე მართავს, რომელიც 35 200 მაყურებელს იტევს.

ჩვენმა მომავალმა სპარინგ-მეტოქემ ასპარეზობა რუსეთის მეორე დივიზიონში დაიწყო, პრემიერლიგისკენ მიმავალი გზა ძალიან სწრაფად განვლო და დაარსებიდან სამი წლის თავზე, რუსეთის საფეხბურთო ელიტაში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

“კრასნოდარის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2010 წლიდან დღემდე, 60 წლის სერბი სპეციალისტი, წარსულში წარამატებული ფეხბურთელი – სლავოლიუბ მუსლიმი იკავებს. გუნდის წარმატება სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. მუსლიმის თავკაცობით, “კრასნოდარმა” პრემიერლიგაში თამაშის უფლება პირველივე სეზონში მოიპოვა და ელიტარული ლიგის დებიუტანტმა გუნდმა სატურნირო ცხრილში მეცხრე საფეხური დაიკავა.

კრასნოდარელთა საუკეთესო ბომბარდირი იური მოვსესიანია, რომელსაც მეტოქეთა კარი 23-ჯერ აქვს აღებული. ვლადიმერ ტატარჩუკს კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტ – 115 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.

მეორე ავსტრიული შეკრების პირველი სპარინგში რუსული კლუბი პრაღის “სლავიას” დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით – 3:5 დამარცხდა.

“კრასნოდარის” შემადგენლობიდან ჩეხური გუნდის კარში ორი ბურთი ბრაზილიელმა ვანდერსომ გაიტანა, ერთი კი მისმა თანამემამულე ჟოაზინიომ – თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან.

www.fcdinamo.ge

ვიდეო-რეპორტაჟი

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=dv1Tm-7oyuw

0.10293