ფეხბურთი

15:50 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელებს ტოტიც სურთ

 

ავსტრალიური “ბრისბენის” ხელმძღვანელობას “რომას” ცოცხალი ლეგენდის – ფრანჩესკო ტოტის გადაბირება სურს. ამის შესახებ “ბრისბენის” ვიცე-პრეზიდენტმა კრის ფონგმა განუცხადა იტალიურ მედიას.

“ტოტისნაირი ფეხბურთელის შეძენა ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა. დელ პიერო “სიდნეიში” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, ტოტი კი, ჩვენ დაგვეხმარებოდა. დელ პიეროს მოსვლით, ჩემპიონატის დონემ მნიშვნელოვნად აიწია”, - განაცხადა ფონგმა.

შეგახსენებთ, რომ დელ პიერო ტურინის “იუვენტუსიდან” “სიდნეიში” გადაბარგდა და ავსტრალიელებს სურთ, რომ მის გზას ტოტიც გაუყვეს.

 

0.11597