ავსტრალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
აზიის შესარჩევი ტურნირის მე-4 ჯგუფური რაუნდის გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიელებმა სიდნეიში ერაყს 1:0 აჯობეს და მუნდიალის საგზური მოიპოვეს. განვლილ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ჯოშუა კენედიმ გაიტანა, რომელიც თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში თავი გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამდე ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო პირველობის საგზური იაპონიამ მოიპოვა.