კალათბურთი

17:57 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალია პლეი ოფშია

 სევილიაში ერთმანეთს პირისპირ ის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რომელთაც წინა 3 ტურში აქტივში მოგება არ ჰქონდათ. ფილიპინების ნაკრებმა პირველ პერიოდში პუერტო რიკოს 25:15 მოუგო, თუმცა, მეორე-მესამე მეოთხედებში მუნდიალზე დასავლეთ ნახევარსფეროს საკალათბურთო წარმომადგენლის უპირატესობა აშკარა გახლდათ. ბოლო ათწუთიანი მონაკვეთის წინ პეუერტორიკოელები 4 ქულით გაიჭრნენ წინ და მატჩის მიწურულამდე ეს ჰანდიკაპი შეინარჩუნეს.

მიმდინარე ჩემპიონატზე ფილიპინები ურიგო შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, თუმცა, აზიელებმა პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგეს. კვლავ კარგად ითამაშა ფილიპინელთა ლიდერმა ანდრე ბლატჩმა, რომელმაც შეხვედრა 25 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. პუერტორიკოელთა გამარჯვება კი დიდწილად მათმა ლიდერმა ხოსე ხუან ბარეას კარგმა თამაშმა განაპირობა. “მინესოტას” წევრმა ბოლო წუთებზე 8 მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა თავისიანებს, სულ კი 30 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა აქტივში.

პლეი ოფში თამაში გაინაღდა ავსტრალიამ, რომელმაც ამჯერად მექსიკას სძლია და 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს. “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელის მოგების კონტურები პრაქტიკულად მესამე მეოთხედის მსვლელობისას გამოიკვეთა. რაიან ბროეჰოფმა მიჯრით 4 შორეული ტყორცნა ზუსტად შეასრულა და თავისიანები საგრძნობლად დააწინაურა. გამარჯვებულთაგან ყველაზე სასარგებლო მოთამაშე მეფარე არონ ბეინსი იყო, რომელმაც 21 ქულა გააკეთა, ბურთი 5-ჯერ მოხსნა და 3 დაფარებაც შეასრულა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

ლას პალმასი. ჯგუფი D

მექსიკაავსტრალია 62:70 (19:22, 13:11, 13:26, 17:11)

სევილია. ჯგუფი B

ფილიპინებიპუერტო რიკო 73:77 (25:13, 19:26, 13:22, 16:16)

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.121507