ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31–ე ტური „მალიორკასა“ და ვიგოს „სელტას“ მატჩით დასრულდა. გრეგორიო მანსანოს გუნდი მეტოქეს „იბეროსტარზე“ დაუხვდა და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლით სძლია.
ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრიმერაში დასარჩენად იბრძვიან და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ, მალიორკელებმა ქვედა სამეულს თავი მაინც ვერ დააღწიეს, მაგრამ მე–17 ადგილამდე მხოლოდ ქულა აშორებთ.
რაც შეეხება მატჩს, 90 წუთი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ეს ტაბლოზეც აისახა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ყოფილმა „ბარსელონელმა“ და „ტოტენჰემელმა“ ჯოვანი დოს სანტოსმა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და „მალიორკას“ 3 ქულა მოუტანა.
პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“. 13000
მალიორკა – სელტა 1:0 (0:0)
მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, კევინი, ბიხასი, მარტი (ტისონე 73), მარკესი (პერეირა 73), პინა, ალფარო (არისმენდი 84), დოს სანტოსი, ჰემედი.
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
სელტა: ვარასი, ტუნიესი, ლაგო, ხონი, ოუბინია, ფერნანდესი, ინსა, ვილა, ლოპესი (ორელიანა 70), კრონ–დელი (პრანიჩი 84), ბერმეხო (ჩუ–იუნი 78).
მწვრთნელი: აბელ რესინო
გოლები: 1:0 დოს სანტოსი (90)
გაფრთხილებები: ბიხასი (64), პინა (74), დოს სანტოსი (90) – ლაგო (25)
კარში დარტყმა: 9 (5) – 4 (0) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 9 - 1 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 6
ბომბარდირები: მესი („ბარსელონა“) – 43, რონალდუ („რეალი“) – 31, ფალკაო („ატლეტიკო“) – 24.