მადრიდის “ატლეტიკო” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ ნაწილში აქტიურობას გეგმავს. ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა, დიეგო სიმეონეს გუნდში ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევი ერიკ ლამელა გამოჩნდეს.
ლამელა “რომადან” “ტოტენჰემში” წელიწადის წინათ გადაბარგდა, მაგრამ ნისლიან ალბიონზე თავი ვერაფრით დაიმკვიდრა. მადრიდელები არგენტინელის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს იხდიან და დიდი ალბათობით, ინგლისელები ტრანსფერს დათანხმდებიან.
აღსანიშნავია, რომ ლამელას ხილვა “ნაპოლისა” და მილანის “ინტერსაც” სურთ.