მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “არსენალის” ფორვარდის – ოლივიე ჟირუს შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.
დიდია ალბათობა იმისა, რომ “ვისენტე კალდერონი” მადრიდელთა მთავარმეგოლემ – დიეგო კოსტამ დატოვოს და კლუბი მის შემცვლელებზე უკვე ზრუნავს. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ 27 წლის ფრანგია. ჟირუს გარდა, “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსისგან” ფერნანდო ტორესის შეძენასაც გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ თავად ჟირუს “არსენალის” დატოვება არ სურს.